საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-242
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 338 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-242 2013 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 11​1 მუხლის, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე  და  ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო)  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება (კვალიფიკაცია-ვეტერინარი ექიმი, ჰიგიენისტი,  მცენარეთა დამცველი); ბ) ხელმძღვანელ  თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  8  წლიანი გამოცდილება; გ)  არანაკლებ 5-წლიანი  სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში; დ)  უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Microsof word, internet, e-mail, exsel ). მუხლი 2🔗 სააგენტოს   უფროსის მოადგილის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუციის პირველი და მეორე თავები; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის  №2-3  ბრძანება.