საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.10.2013
ძალის დაკარგვა 31.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №166/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016686
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№166/ნ
2013 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ: საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში - დეპარტამენტის უფროსი):
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
1.2. დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ)პროექტების მართვის გამოცდილება;
ე) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
1.3. დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ზ) „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
თ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
ი) ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები (2004)”.
2.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (შემდგომში - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე):
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 4 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) პროექტების მართვის გამოცდილება;
ე) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
2.3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
კ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
მ) „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
ნ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
ო) ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები (2004)”;
პ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება.
3.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი):
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
3.2. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) პროექტების მართვის გამოცდილება;
ე) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
3.3. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
ვ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
ზ) ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანება.
4.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი):
4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
4.2. სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) პროექტების მართვის გამოცდილება;
ე) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
4.3. სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.
5.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი):
5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
5.2. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;
გ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
დ) ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია).
5.3. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
დ)„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
6.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი):
6.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
6.2. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;
გ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია).
6.3. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ე)„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
ზ) სალამანკას დეკლარაცია - განათლების სპეციალური საჭიროებანი, ხელმისაწვდომობა, ხარისხი.
7.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი):
7.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
7.2. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;
გ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
დ) ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია).
7.3. ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
8.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (შემდგომში - ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი):
8.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
8.2. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;
გ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
დ) ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია).
8.3. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ე)„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;
ზ) სალამანკას დეკლარაცია - განათლების სპეციალური საჭიროებანი, ხელმისაწვდომობა, ხარისხი.
9.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სპეციალისტი (შემდგომში - დეპარტამენტის სპეციალისტი):
9.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
9.2. დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;
გ) კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.
დ) ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია).
9.3. დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
დ)„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.