დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.10.2013
ძალის დაკარგვა 07.05.2015
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 200140130.35.152.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2013 წლის 30 ოქტომბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’
საქართველოს ორგანული კანონის 22-
ე მუხლის პირველი პუნქტის „
ქ’’
ქვეპუნქტის, 43-
ე მუხლის მე-2
პუნქტის და „
ნორმატიული აქტების შესახებ’’
საქართველოს კანონის 25-
ე მუხლის პირველი პუნქტის „
ბ’’
ქვეპუნქტის შესაბამისად,
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Cn = Img × Itl × C × K, სადაც:
ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) Img არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე ქ. დუშეთისთვის უდრის 0,35;
გ) Itl არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაგდენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს.
მუხლი 2🔗
1. ქალაქ დუშეთის ზონირება არ განხორციელდეს და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი მიწის ნორმატიული ფასის დადგენის მიზნით განისაზღვროს ერთი მთელით (Itl=1,0).
2. ქალაქ დუშეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის. მარეგულირებელი კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვროს ოთხმოცით (K=80). შესაბამისად, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის სიდიდე ლარებში შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს.
3. დაბა ჟინვალში და დაბა ფასანაურში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს.
4. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 2,02 (ორი მთელი ორი მეასედი) ლარს.
5. დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 1,68 (ერთი მთელი სამოცდარვა მეასედი) ლარს.
6. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასები.
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ორმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 13,44 (ცამეტი მთელი ორმოცდაოთხი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3-მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013
წლის 23 იანვრის
№3
დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი