,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებულ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში“, ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
280070120.35.152.016159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. დუშეთი

 

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებულ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის  მე–4 პუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით  (სსმ, 30,01/2013. ს/კ 280070120.35.152.016109) დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილებით);”.

  2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსებისას, დარჩენილი თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 8. ასი და მეტი წლის უხუცესთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომლებსაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი, ასევე მრავალშვილიან (4 და მეტი შვილი) ოჯახებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ ასი ლარის ოდენობით“.

2. წარსადგენი საბუთები:

ა)  შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) მოხსენებითი ბარათი;

ბ) ოჯახის უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ერთჯერადი დახმარების სახით, ფულადი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 200 (ორასი) ლარამდე ფინანსური დახმარება, გარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრებისა, გაეწევათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:

ა) დროებით უმუშევრებს;

ბ) მიუსაფარებს, მარტოხელა დედებს (რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი);

გ) დიაბეტით და რევმატული დაავადების მქონე მოქალაქეებს;

დ) პირველი და მე-2 ჯგუფის ინვალიდებს და უსინათლო პირებს;

ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე);

ვ) დიალეზის პრეპარატზე დამოკიდებულ პირებს, რომლებიც არ არიან ჩართული სახელმწიფო პროგრამაში;

ზ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს;

თ) ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე პირებს;

ი) მრავალწევრიან (5 და მეტი წევრი) ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ;

კ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის - პირებს, რომლებმაც ითავეს მიცვალებულის დაკრძალვა“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაეწევათ ასევე ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 57 000 მეტი სარეინტიგო ქულა, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნებს.“.

6. მე-15 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 15. კომისიის ოქმები“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღბულ იქნეს.

7.  მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი. 16 სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

 სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის ოქმის და მუნიციპალიტეტის  გამგებლის წერილის საფუძველზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი