ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.10.2013
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.116.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2013 წლის 31 ოქტომბერი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის დროშა ( დანართი №2).
მუხლი 3🔗
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 5🔗
„თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი