საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2013
ძალის დაკარგვა 11.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №278
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017445
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 08.11.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №278
2013 წლის 31 ოქტომბერი
ქ.თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
გიგა უმეკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი
მამუკა ბერიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში –უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს კომისიის ამოცანებსა და მუშაობის წესს.
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანა
კომისიის ამოცანაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარდგენილი პროექტებისა (შემდგომში – პროექტი) და ხარჯთაღრიცხვის განხილვა, მიზნობრიობის შესწავლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების გამოყოფაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კომისიის სხდომებს, საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს და გასცემს შესაბამის მითითება-დავალებებს კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს, იღებს გადაწყვეტილებას კომისიის სხდომის ჩატარების თარიღზე, დროზე და ჩატარების ადგილზე;
გ) კომისიის წევრების ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.
3. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მზაობას დოკუმენტური და სხვა წინასწარ ცნობილი საჭიროებების გათვალისწინებით, უკავშირდება და იწვევს კომისიის წევრებს;
ბ) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;
გ) სარგებლობს ხმის უფლებით;
დ)ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
4.კომისიის თავმჯდომარის/მდივნის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის თავმჯდომარის/მდივნის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისი ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
2. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით, განსახილველი პროექტების რაოდენობისა და შინაარსის გათვალისწინებით.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის 7 წევრი მაინც. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
6. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება კომისიის სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.
მუხლი 6🔗. კომისიის გადაწყვეტილება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის განხილვის შემდგომ კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დაფინანსების:
ა) მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის შესახებ;
ბ) მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის შესახებ;
გ) გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს.