1. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
2. გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;
ბ) შეტყობინების საფუძველზე შემთხვევების შერჩევითი შემოწმება (შემდგომში – შემთხვევის შერჩევითი შემოწმება);
გ) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება;
დ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ვ) გაწეული მომსახურების კონტროლი და ვალდებულებების ინსპექტირება (შემდგომში – რევიზია