1. სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 500 ლარის ოდენობით.
2. ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 350 ლარის ოდენობით.
3. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურების თანადაფინანსებას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული თანხის 50%-ით.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 18.2- ს შესაბამისა