„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №239 |
|
2013 წლის 1 ნოემბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებით (სსმ, 144, 24/11/2009) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში: ა) პირის სამსახურში პირველად დანიშვნის დროს; ბ) პირის მიმართ, რომელიც წინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“; |
ბ)
38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;“; |
გ)
38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი1) თანამდებობიდან გათავისუფლებისას ან ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) სამინისტროს სისტემის არადიპლომატიური თანამდებობის პირი ან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელსაც ადრე ეკავა დიპლომატიური თანამდებობა და/ან მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური რანგი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №239. სარეგისტრაციო კოდი — 480040000.22.030.016092.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №239, 01.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016092 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2066047/