საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №871
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016894
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2013
matsne.gov.ge 95 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №871 2013 წლის 1 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: 1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ“ 2013 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი