ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკებში და სკვერებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 01.11.2013
ძალის დაკარგვა 29.09.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 589 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2013 მიღება
29.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკებში და სკვერებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №102 2013 წლის 1 ნოემბერი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკებში და სკვერებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ      „ ადგილობრივი   თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის  მე-4 ნაწილის  და 209​3   მუხლის  შესაბამისად;  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვისა და მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით  აიკრძალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებულ სკვერებსა და პარკებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის   ძოვება და ხეტიალი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკებში და სკვერებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ  ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის  მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილებაზე დელეგირებულ იქნეს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება. მუხლი 4🔗 დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს აწარმოონ საინფორმაციო უზრუნველყოფა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და  მსხვილფეხა პირუტყვის პარკებსა და სკვერებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე  ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ. მუხლი 5🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი რობაქიძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკებში და სკვერებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 1. ეს წესი აწესრიგებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (პარკში, სკვერში) დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. 2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. 3. პარკში, სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული თანხის ოდენობით. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის  შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-შენახვის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 6. თუ  პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის  ხარჯებს,  ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებას და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს    10   ლარს. 10. მომსახურეობის საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებას. 13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის გაშვება პარკში, სკვერში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. 14. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად.