„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. გარდამავალი დებულება
„საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატ-რანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტო-ნომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 11 მარტი.
№5848–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5848. სარეგისტრაციო კოდი — 230.140.000.05.001.003.136.
- სად არის „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №5848, 11.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.140.000.05.001.003.136 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20668/