საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5849
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 25/03/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე და 32-ე ნაწილები:

„31. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, დამატებული ღირებულების გადასახადისგან და აქციზის გადასახადისგან, აგრეთვე ამ კოდექსის 129-ე, 131-ე, 137-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

32. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 129-ე, 131-ე, 137-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 11 მარტი.

№5849–Iს