საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5850
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.003.138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 25/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

„6. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

7. „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 11 მარტი.

№5850–Iს