⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.10.2014)
გაუქმებულია:

თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2013
ძალის დაკარგვა 24.10.2014
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.145.016045
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 227 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2013 მიღება
24.10.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2013 წლის 4 ნოემბერი ქ. გორი თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ე) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილება; გ.ვ) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილება. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 22.11.2013წ. მუხლი 2🔗 გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი. მუხლი 3🔗 გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საბიუჯეტო კოდექსი; ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე