ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.11.2013
ძალის დაკარგვა 24.10.2014
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.146.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ნებიერიძე | ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2013 წლის 4 ნოემბერი
ქ.
თბილისი
ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ე) ,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N4 დადგენილება;
გ.ვ) ,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს N10 დადგენილება.
მუხლი 2🔗
გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხი.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე