⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.10.2014)
გაუქმებულია:

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2013
ძალის დაკარგვა 24.10.2014
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.147.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 233 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2013 მიღება
24.10.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2013 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) სამსახურის უფროსებისათვის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის − რწმუნებულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო სხვა მოხელეთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ე) „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილება; გ.ვ) „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილება. მუხლი 2🔗 გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.11.2013წ. მუხლი 3🔗. (ამოღებულია) ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.11.2013წ. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი