„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის N3/192 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/72 |
|
2013 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის №3/192 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სათათბირო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით.“ |
3.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი)“. |
4.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრებში (გარდა აჭარის ავტონომიური რეპუბლიკისა) განსახორციელებელი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების, კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების, მცირე არქიტექტურული ფორმების, საინჟინრო მოწყობილობებისა და რეკლამების წინადადებებსა და პროექტებს, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|