სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.11.2013
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი
სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2013 წლის 4 ნოემბერი
დ. ხარაგაული
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი
სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი
დანართი №1
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი
სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება (შემდგომში – დებულება) ადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და მასში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის შესასრულებლად სავალდებულო წესებს.
მუხლი 2🔗.
საბავშვო ბაღის მიზანი
საბავშვო ბაგა -ბაღის მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითარება და მათი სკოლისთვის მომზადება. ის ითვალისწინებს ბავშვის ინტელექტუალურ, ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას, ხელს უწყობს ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენასა და ესთეტიკური გემოვნების აღზრდას.
მუხლი 3🔗
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა დაერთიანების დირექტორის უფლებამოსილება
1.
გაერთიანების დირექტორი უფლებამოსილია:
ა)
დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საბავშვო ბაგა-ბაღის საკადრო საკითხები და განსაზღვროს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის და განთავისუფლების წესი საქართველოს კანონის ,,შრომის კოდექსის“, წესდების და შინაგანაწესის საფუძველზე;
ბ)
განსაზღვროს საბავშვო ბაღის სასწავლო აღმზრდელობითი პროგრამა გაერთიანების მეთოდისტთან ერთად და უზრუნველყოს ამ პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;
გ)
დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სხვა მსგავს დაწესებულებებთან თავისი საქმიანობის ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც;
დ)
განახორციელოს საავტორო პროგრამა (სასწავლო-აღმზრდელობითი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების საფუძველზე.
2.
გაერთიანების დირექტორი გაერთანებაში შემავალ საბავშვო ბაღის გამგეებთან შეთანხმებით ვალდებულია:
ა)
სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა იყოს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტია და სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განვითარების საშუალებას იძლეოდეს;
ბ)
შეიმუშაოს შინაგანაწესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ დებულების ნორმებთან და აწარმოოს კანონით დადგენილი დოკუმენტაცია;
გ)
ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და უქმნიდეს მას ფიზიკური განვითარების ყველა პირობას;
დ)
ყველა ბავშვს შეუქმნას მისი მოთხოვნებისა და შესაძლებლობებისათვის საჭირო პირობები, რაც სწორი პედაგოგიური სტრატეგიით მიიღწევა;
ე)
ეხმარებოდეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, რაც ინდივიდუალური პროგრამებითა და მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, აღმზრდელი, სამედიცინო პერსონალი, სპეციალური განათლების პედაგოგი) ერთობლივი მუშაობით მიიღწევა;
ვ)
ყველა ბავშვს შეუქმნას განვითარების სათანადო პირობები და ხელი შეუწყოს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე მიაღწიონ წარმატებებს ;
ზ)
მართვის სტრატეგია ხელს უნდა უწყობდეს კოლექტივის ეფექტურ მუშაობას და ზოგადად, საბავშვო ბაღის სამუშაო ხარისხის ამაღლებას;
თ)
უზრუნველყოს აღმზრდელისა და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) შეთანხმებული (თანამშრომლობითი) მუშაობა აღსაზრდელის ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
გაერთიანების მართვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია
გაერთიანების ადმინისტრაცია და საბავშვო ბაღების გამგეები ორგანიზაციის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის უნდა ფლობდნენ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებებს და განკარგულებებს;
ბ)
საბავშვო ბაღის შინაგანაწესს, საბავშვო ბაღის სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში),ასევე დოკუმენტაციას მათი ფუნქციებისა და მართვის შესახებ;
გ)
სტრატეგიული დაგეგმვის; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის და მისი მართვის წესებს; საქმისწარმოების; აღსაზრდელთა მიღების, გარიცხვის პროცედურებს, აღსაზრდელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს; ურთიერთობებს დაწესებულებასა და მშობლებს შორის;
დ)
თანამშრომელთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, მათი სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან განთავისუფლების წესი; საქართველოს ორგანული კანონის ,, შრომის კოდექსით “ გათვალისწინებული სხვა საკითხები;
ე)
ფინანსური მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, სადაც ასახული იქნება საბავშვო ბაღის ბიუჯეტის სტრუქტურა; საბიუჯეტო დაფინანსება; არასაბიუჯეტო შემოსავლები;
ვ)
მატერიალური სახსრების ხარჯების ეფექტურობა; სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება; გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
ზ)
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას; საბავშვო ბაღის დირექტორის ბრძანებებს; საბავშვო ბაღის თათბირების ოქმებს; პროდუქტების უწყისებს და პროდუქტების შემოსავლისა და ხარჯთაღრიცხვის წიგნებს;საბავშვო ბაღის ინვენტარის აღრიცხვის წიგნს; საბავშვო ბაღის სასწავლო-აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც შემუშავდება ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე დაყრდნობით ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით; პერსონალის პირად საქმეებს; აღსაზრდელთა პირად საქმეს;
თ)
საბავშვო ბაღის აღსაზრდელების სრულ სიას;
ი)
ცნობას აღსაზრდელის მიერ ტრავმის /დაზიანების /მიღების შესახებ;
კ)
სასწავლო პერსონალის შეფასების დოკუმენტს.
მუხლი 5🔗
საბავშვო ბაღის ასაკობრივი ჯგუფები და მათი სპეციფიკა
1.
საბავშვო ბაღში შესაძლოა არსებობდეს შემდეგი ჯგუფები:
ა)
ბაგის უმცროსი ჯგუფი: 1-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვები;
ბ)
ბაღის უმცროსი ჯგუფი: 3-დან 4-წლამდე ასაკის ბავშვები;
გ)
საშუალო ჯგუფი: 4-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები;
დ)
უფროსი ჯგუფი: 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
2.
მშობლის მოთხოვნისა და სპეციალისტთა შეფასების შემთხვევაში ბაღში მიღებას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშები.
3.
საბავშვო ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35 ბავშვს შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, გარდა ბაგის უმცროსი ჯგუფისა, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ბავშვს.
4.
ბავშვთა მცირე კონტინგენტის შემთხვევაში დასაშვებია შერეული ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება.
5.
საბავშვო ბაღის თითოეულ ჯგუფში აღმზრდელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 აღმზრდელს, რომელთა შორისაც შედის ასევე აღმზრდელის თანაშემწეც.
მუხლი 6🔗
გაერთიანების ადმინისტრაციისა და გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების საშტატო განრიგი
1.
საბავშვო ბაღების საშტატო განრიგი განისაზღვრება გაერთიანების წესდების შესაბამისად.
2.
ადმინისტრაციის საშტატო განრიგი:
ა)
დირექტორი;
ბ)
დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში (მეთოდისტი);
გ)
დირექტორის მოადგილე სამურნეო დარგში;
დ)
ბუღალტერი;
ე)
საქმისმწარმოებელი;
ვ)
შესყიდვების მენეჯერი (საჭიროების შემთხვევაში).
3.
საბავშვო ბაღს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საშტატო განრიგი:
ა)
გამგე;
ბ)
მნე;
გ)
აღმზრდელი;
დ)
აღმზრდელის თანაშემწე;
ე)
ე) დარაჯი;
ვ)
დამლაგებელი ;
ზ)
მზარეული, (მზარეულის თანაშემწე საჭიროების შემთხვევაში);
თ)
სპეციალური განათლების მასწავლებელი (საჭიროების შემთხვევაში);
ი)
მუსიკის მასწავლებელი;
კ)
ლოგოპედი;
ლ)
ფსიქოლოგი;
მ)
სამედიცინო პერსონალი (ექთანი) ;
ნ)
მრეცხავი;
ო)
ინგლისური ენის მასწავლებელი;
პ)
ცეკვის მასწავლებელი.
მუხლი 7🔗
საბავშვო ბაღის სამუშაო რეჟიმი
საბავშვო ბაღის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვროს 9 საათით და 30 წუთით: დილის 08.30 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა – კვირაში 5 დღით, 2 დღის დასვენებით.
მუხლი 8🔗
საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვა
1.
საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვა ხდება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ბრძანებით.
2.
საბავშვო აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ:
ა)
ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ)
საბავშვო ბაღის თანამშრომლის შვილებს;
გ)
დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (განსაზღვრული რაოდენობა);
დ)
ერთი ოჯახის დედ – მამიშვილებს;
ე)
ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
3.
აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს რამდენიმე თვით ადრე რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე, სადაც მითითებული იქნება პირობები და ვადები.
4.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სასწავლო წლის დასასრულს – მაისის თვიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაგრძელდეს 1 ივლისამდე.
5.
ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გაერთიანების დირექტორი ვალდებულია გააგზავნოს მონაცემები როგორც ახლად მიღებული აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველს ორგანოში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
6.
აღსაზრდელის საბავშვო ბაღში ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ)
ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
გ)
ორი ფოტოსურათი ზომით 3/4–ზე;
დ)
მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაღში მიღების თაობაზე;
ე)
სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა(თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა №100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაღში ჩართვის თაობაზე.
7.
აღსაზრდელის მიღების შემთხვევაში საბავშვო ბაღსა და მშობელს შორის ფორმდება ხელშეკრულება,რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს (ხელშეკრულება ივსება 2 ეგზემპლარად, ერთი გადაეცემა მშობელს ერთი რჩება ადმინისტრაციას).
8.
მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შესავსებად გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც შედის ძირითადი მონაცემები აღსაზრდელზე და მის ოჯახზე მისამართის და ტელეფონის ნომრების (სახლის, მობილურის, სამსახურის) მითითებით, რომელსაც თან ერთვის მშობლის (კანონიერი წარმომადგენელის) ხელმოწერა და თარიღი.
9.
.განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლამდელი აღზდის მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში,თუ:
ა)
საბავშვო ბაღში ყველა ჯგუფში ფიქსირდება ამ დებულებით გათვალისწინებული მაქსიმალური რაოდენობა;
ბ)
მშობელი რეგისტრაციის გავლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს საბავშვო ბაღის ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტებს.
10.
აღსაზრდელი საბავშვო ბაღიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელსა და გაერთიანების დირექტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მშობელი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
მუხლი 9🔗
აღსაზრდელის უსაფრთხოება
1.
საბავშვო ბაღის ნებისმიერ თანამშრომელს და პირველ რიგში პედაგოგიურ პერსონალს არ აქვს უფლება:
ა)
სიტყვიერად დაამციროს, შეურაცხყოს აღსაზრდელი ან მისი ოჯახის წევრი;
ბ)
დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი;
გ)
დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით;
დ)
დაარტყას, წაარტყას, შეანჯღრიოს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე საგანი;
ე)
იხმაროს სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელის მიმართ ან აღსაზრდელის თანდასწრებით;
ვ)
დაუყვიროს, შეაშინოს ან ჩაკეტოს სხვა ოთახში;
ზ)
დააძალოს დაძინება;
თ)
დააძალოს ჭამა ან დალევა;
ი)
აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით.
2.
გაერთიანების დირექტორი ვალდებულია, გაერთიანებაში შემავალი ბაღების გამგეებს და თანამშრომლებს გააცნოს დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია ვალდებულია, გააფორმოს ოქმი მოწმესთან ერთად და ამის საფუძველზე უფლებამოსილია, თანამშრომელი გაათავისუფლოს სამსახურიდან დამატებითი გაფრთხილების გარეშე.
3.
საბავშვო ბაღის გამგე ვალდებულია უზრუნველყოს:
ა)
პედაგოგიური პერსონალის ყურადღება ბაღის აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროების მიმართ;
ბ)
პედაგოგიური პერსონალის მიერ მზრუნველობის გამოჩენა აღსაზრდელის მიმართ დღის განმავლობაში. გათვალისწინებული უნდა იყოს აღსაზრდელის ასაკი, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები.
4.
აღსაზრდელის მშობელი უფლებამოსილია:
ა)
დაათვალიეროს საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა და ტერიტორია (მხოლოდ სამუშაო საათებში);
ბ)
საბავშვო ბაგა-ბაღის დირექციასთან შეთანხმებით დაესწროს ან დააკვირდეს იმ ჯგუფის საქმიანობას, სადაც მისი შვილი იმყოფება დღის განმავლობაში;
გ)
იცოდეს მისი შვილის ჯგუფის დღიური განრიგი და ყოველდღიური სასწავლო პროგრამა;
დ)
გამოთქვას შენიშვნა, საყვედური წერილობითი ფორმით, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის, სასწავლო პროგრამის, სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის, დისციპლინის და ა. შ. შესახებ.
5.
ამ დებულებით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ პირთან, ვისაც მოვალეობიდან გამომდინარე ეს პირდაპირ ეხება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ვერ დარეგულირდა, საკითხი განიხილება გაერთიანების დირექტორთან და თუ პრობლემა კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს.
6.
აღსაზრდელის მშობელი არ არის უფლებამოსილი:
ა)
მოითხოვოს მისი შვილის განსაკუთრებულ (პრივილეგირებულ) პირობებში ჩაყენება, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მათი მდგომარეობიდან გამომდინარე;
ბ)
განსაზღვროს ან მოითხოვოს კონკრეტულ ჯგუფში ან პედაგოგიურ პერსონალთან მისი შვილის მოხვედრა.
7.
მშობელი ვალდებულია:
ა)
დაემორჩილოს საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ დადგენილ წესებს;
ბ)
სრული ინფორმაცია მიაწოდოს საბავშვო -ბაღის ადმინისტრაციას მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ)
აღსაზრდელი მიიყვანოს საბავშვო ბაღში დროულად, ბაღის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული დროის შუალედში;
დ)
აღსაზრდელი მიიყვანოს აღმზრდელთან და ჩააბაროს მას პირადად;
ე)
დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში გაიყვანოს აღსაზრდელი საბავშვო ბაღიდან მისი ავადმყოფობის იდენტიფიცირების შემთხვევაში ( რათა დროულად მიიღოს სამედიცინო დახმარება გართულების თავიდან ასაცილებლად);
ვ)
ნებისმიერი სახის პრეტენზია საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ფორმით.
8.
გამგე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პედაგოგიურმა პერსონალმა აღსაზრდელის საბავშვო ბაღიდან წაყვანის უფლება მხოლოდ მშობელს ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნულ პიროვნებას მისცეს. გამონაკლის შემთხვევებში, როცა მშობელი ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნული პიროვნება ვერ ახერხებს საბავშვო -ბაღში მისვლას, ბავშვის წაყვანის უფლება მიეცემა გარეშე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი დარეკავს და გააფრთხილებს პედაგოგიურ პერსონალს ამ პიროვნების შესახებ. ამ შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია, შეამოწმოს იმ პიროვნების პირადობის მოწმობა და ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ნომერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანოს ბავშვი.
მუხლი 10🔗
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სკოლამდელ დაწესებულებებში (საბავშვო ბაღის პროგრამული მოთხოვნები)
1.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების სტრატეგიის თანახმად, საბავშვო -ბაღის სასწავლო გეგმა დაფუძნებული უნდა იყოს „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე“, რაც გულისხმობს საბავშვო ბაღის განვითარების შემდეგ სფეროებს:
ა)
ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
ბ)
სოციალურ-ემოციური განვითარება;
გ)
მეტყველების განვითარება;
დ)
შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა;
ე)
სწავლისადმი მიდგომა.
2.
გაერთიანების მეთოდისტმა და საბავშვო ბაღის თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა გუნდური მუშაობის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და საბავშვო გაერთიანების დირექციასთან შეათანხმოს სასწავლო გეგმა. სასწავლო გეგმა შეიძლება იყოს 2, 3, 4-კვირიანი, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად კონკრეტული თემატიკიდან გამომდინარე.
3.
თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა არსებობდეს დაბალანსებული დღის განრიგი, რომელიც თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს გუნდური მუშაობის საფუძველზე და შესაბამისად, განახორციელოს ჯგუფთან ჩასატარებელი აქტივობები.
მუხლი 11🔗
საბავშვო ბაღის სათამაშო, სასწავლო და სამუშაო მასალა
1.
გაერთიანების დირექცია ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ჯგუფი საკმარისი რაოდენობის და სხვადასხვანაირი სახეობის სათამაშოთი, სამუშაო მასალით, რაც განისაზღვრება ჯგუფში ბავშვთა რაოდენობით, ასაკით და განვითარების დონით.
2.
ჯგუფში არსებულმა სათამაშოებმა და სხვა და სხვა სასწავლო მასალამ უნდა უზრუნველყოს:
ა)
შემოქმედებითი და დრამატული (როლური) თამაში;
ბ)
სოციალიზაცია;
გ)
კოგნიტური თამაშები;
დ)
კვლევა-ექსპერიმენტირება ბუნებისმეტყველებაში, ხელოვნებაში, კერძოდ კი ისეთ დარგებში, როგორიცაა: მუსიკა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა და სხვა.;
ე)
აქტიური (მოძრავი) თამაშები;
ვ)
ინდივიდუალური მიზნების (სურვილების) განხორციელების შესაძლებლობა.
3.
ჯგუფის პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია იცოდეს:
ა)
თითოეული სათამაშოს დანიშნულება/ ფუნქცია და ის, თუ რის განვითარებას უწყობს ხელს და რამდენად შეეფერება მოცემულ ასაკობრივ ჯგუფს;
ბ)
თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა განლაგებული უნდა იყოს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
გ)
თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას, უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, სუფთა, არატოქსიკური და არ უნდა ჰქონდეს ადვილად მოსაძრობი პატარა ნაწილები, რაც ბავშვების სიცოცხლისათვის საშიში იქნება.
მუხლი 12🔗
გარდამავალი დებულებანი
ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა შესაძლებელია იყოს განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღში თითოეულ ჯგუფში ჩარიცხული ბავშვი დაფინანსებულია.