შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №764
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| № | კანდიდატის სახელი, გვარი |
| 1. | ზეპირი კომუნიკაციის უნარი |
| 2. | წერილობითი კომუნიკაციის უნარი |
| 3. | დროის მართვის უნარი |
| 4. | ანალიტიკური აზროვნების უნარი |
| 5. | დეტალებზე ორიენტირებულობა |
| 6. | კარიერული მიზნები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№764
2013 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი №1
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება, სასურველია იურისტის, ანდა ეკონომისტის, ანდა ფინანსისტის კვალიფიკაცია;
ბ) ბაკალავრი, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს;
გ) სამუშაო გამოცდილება - შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა;
3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
გ) „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;
ვ) სისხლის სამართლის კოდექსი;
ზ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ი) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 22 ივლისის №65 ბრძანება.
დანართი №2
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება:
კანდიდატის სახელი, გვარი:
კომისიის წევრის სახელი, გვარი:
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
განათლება/კვალიფიკაცია
2.
სამუშაო გამოცდილება
3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
4.
სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
დანართი №3
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება:
კანდიდატის სახელი, გვარი:
კომისიის წევრის სახელი, გვარი:
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2.
წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3.
დროის მართვის უნარი
4.
ანალიტიკური აზროვნების უნარი
5.
დეტალებზე ორიენტირებულობა
6.
კარიერული მიზნები
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
დანართი №4
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:
№
კანდიდატის სახელი, გვარი
შეფასების ჯამური ქულა
1
2
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________
2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
6. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
7. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
8. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
9. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________
10. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________________
11. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________________