2005-წლის მარტი-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის სამუშაოთა შესრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№277
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 30/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№277

2005 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

2005 - წლის მარტი-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის სამუშაოთა შესრულების შესახებ

2005 წლის მარტ-აპრილში მოსული უხვი ნალექებისა და თოვლის ინტენსიური დნობის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კატასტროფულად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის, ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლას-დილის, იფარი-ადიშისა და სხვა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მიწის ვაკისის მონაკვეთების ჩაქცევა, ხიდების სარეგულაციო და ნაპირსამაგრი ნაგებობების დანგრევა. ენგურის, რიონის, ცხენისწყლის, არაგვისა და სხვა მდინარეთა ადიდებამ დიდი ზიანი მიაყენა სვანეთის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, ფშავ-ხევსურეთისა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს.

სტიქიური მოვლენების შედეგად გარე სამყაროს მოსწყდა მთელი რიგი სოფლები. შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე და დაზიანებული გზების დაუყოვნებლივ აღსადგენად მიზნით საჭირო გახდა მთელი რიგი არაორდინა რ უ ლ ი გადაწყვეტილებების მიღება. დაზიანებული საავტომობილო გზების ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენის დაწყებული სამუშაოების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მათი ზედა კლდოვანი ფერდობების მხარეს გზის შეწევა და კლდის ლოდებით ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაკავშირებულია კლდოვანი ფერდო-ბების ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა წარმოებასთან.

დაზიანებული საავტომობილო გზების, ხიდებისა და სხვა ხელოვნურ ნაგებობათა სასწრაფოდ აღდგენის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოთა შესრულების დაჩქარების, მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებისა და პარალელურად სავალი ნაწილის გაფართოებისათვის აუცილებელ ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა შესასრულებლად:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გარემოსდაცვითი ნებართვის მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის სამუშაოთა შესრულების თაობაზე.

2. საავტომობილო გზების აღდგენის სამუშაოთა საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი):

ა) უზრუნველყოს განაცხადის წარმდგენის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებისაგან გათავისუფლება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;

ბ) შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს გარემოსდაცვითი ნებართვები საავტომობილო გზების აღდგენის სამუშაოთა შესასრულებლად.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი