შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1509
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
matsne.gov.ge 194 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1509 2013 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შპს „გუდაურის განვითარების სააგენტომ“ საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც დაკავშირებულია დაბა გუდაურში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასა (სამაშველო კოტეჯისა და ამავე კოტეჯისათვის საჭირო საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; 1 (ერთი) ერთეული ხის კოტეჯის მშენებლობა; ახალი სატრანსფორმატორო ნაგებობის მშენებლობა და არსებული ძველი სატრანსფორმატორო ნაგებობის რეაბილიტაცია; საბაგირო საძელეს ქვედა სადგურის გამაგრებითი სამუშაოები; საწვავის ავზისათვის სარკოფაგის მშენებლობა) და დაბა გუდაურში არსებული გამშვები სისტემის მარკეტინგული საშუალებების დამონტაჟებასთან, გამართვასა და ექსპლუატაციასთან. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. პრემიერ- მინისტრი    ბ. ივანიშვილი.