უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№290
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 08/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№290

2005 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმდინარე წლის 17-18 აპრილს უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის მიზნით:

1. დამტკიცდეს 2005 წლის 17-18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის თანდართული პროგრამა.

2. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებული საკითხების დროულად გადაწყვეტა და შესრულებული სამუშაოს შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმირება.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი), როგორც რეალიზაციის პროგრამის კოორდინატორმა, უზრუნველყოს სულ ცოტა ერთი სხდომის გამართვა 2 თვეში, რათა მონიტორინგი გაეწიოს საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ თანდართული პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა გადაწყვეტას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

2005 წლის 17-18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის პროგრამა

1. უზბეკეთის მხარის დროულად ინფორმირება საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის შიდა პროცედურების დასრულების შესახებ

(საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო).

2. უზბეკეთის კომპანიების წარმომადგენლებისათვის ქალაქებში ფოთსა და ბათუმში ვიზიტების მოწყობა მათ მიერ ამ ქალაქების პორტებში ტერმინალებისა და ნავმისადგომების გრძელვადიანი იჯარით აღების საკითხის გადაწყვეტის ხელშესაწყობად

(ეკონომიკური განვითარების სამინისტრო).

3. საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება

(საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა).

4. უზბეკეთში გამოშვებული საშუალო სიშორის „ილის“ტიპის თვითმფრინავების და აგრეთვე სამხრეთ კორეული მცირე-ლიტრაჟიანი მანქანების საქართველოში შემოტანის საკითხის შესწავლა და რეკომენდაციების წარმოდგენა

(საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო).

5. უზბეკური გაზის საქართველოში მოწოდების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი გაანგარიშების მომზადება

(საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო).

6. ევროპა – სამხრეთი კავკასია – ცენტრალური აზია – (ავღანეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სატრანსპორტო კომუნიკაციების დერეფნის ამოქმედების მიზნით ვიზიტის დროს განხილული წინადადებებისა და ინიციატივების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა

(საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის განვითარების სამინისტრო).

7. გაანალიზდეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თურქმენეთის, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რკინიგზის ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ“1996 წელს ქ. სერახსში დადებული ხელშეკრულებისა და ტრასეკასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობა და შესაბამისად მომზადდეს მოლაპარაკება თურქმენეთთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მათი სრულად ამოქმედების მიზნით

(საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო).

8. მომზადდეს და უზბეკეთის მხარესთან შეთანხმდეს უზბეკეთის დღეების საქართველოში მოწყობის, აგრეთვე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა გაცვლის საკითხი

(საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო).