საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

მიღების თარიღი 31.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1530
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №1530 2013 წლის 31 ოქტომბერი  ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ -  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ფიზიკურ პირ - მაია ტალახაძეს (პირადი №01026006577) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელში მდებარე 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო №02.03.01.307), ფიზიკურ პირ - მაია ტალახაძის საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, ქალაქის შემოსა-სვლელში მდებარე 900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №02.03.01.756) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ბ. ივანიშვილი