შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1532
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 590 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1532 2013 წლის 31 ოქტომბერი  ქ. თბილისი შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქვეყანაში შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, დაევალოთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (მათი დაფინანსების წყაროების მიუხედავად), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა დაწესებულებებსა და ორგანოებს ეთხოვოთ, მათი საქმიანობიდან გამომდინარე,  საქართველოს მასშტაბით  ჩასატარებელი სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ტრეინინგების, სემინარების , კონფერენციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება უზრუნველყონ, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული, ყოველი წლის შესაბამისი კვარტალისთვის განსაზღვრული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი წესის დაცვის გარეშე შესაბამისი  ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაბუთებული აუცილებლობისა და ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის თანხმობით. 3. აღნიშნული განკარგულება არ ვრცელდება: ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იმ დაწესებულებებზე, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) მდებარეობს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში; ბ) ქ. თბილისში, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებით დასაფინანსებელი, ტრეინინგების, სემინარების , კონფერენციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე ; გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრე -ბაში/სარგებლობაში არსებულ ობიექტებში ტრენინგების, სემინარების, კონფერენციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის განკარგულება  №189 – ვებგვერდი, 21.02.2014წ. 4. (ამოღებულია - 06.06.2014, №987). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის განკარგულება  №987 – ვებგვერდი, 24.06.2014წ. პრემიერ-მინისტრი                                             ბ . ივანიშვილი შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის განკარგულება  №189 – ვებგვერდი, 21.02.2014წ. 2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის განკარგულება  №987 – ვებგვერდი, 24.06.2014წ. დანართი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის განკარგულება  №987 – ვებგვერდი, 24.06.2014წ. I კვარტალი (იანვარი, თებერვალი, მარტი): აჭარა, სამეგრელო ‑ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, რაჭა‑ლეჩხუმი , ქვემო სვანეთი, კახეთი, სამცხე‑ჯავახეთი (გარდა ბაკურიანისა), ქვემო ქართლი, მცხეთა‑მთიანეთი (გარდა გუდაურისა), შიდა ქართლი. II კვარტალი (აპრილი, მაისი, ივნისი): სამეგრელო‑ზემო სვანეთი (გარდა ანაკლიისა), გურია (გარდა ურეკისა), იმერეთი, რაჭა‑ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, მცხეთა‑მთიანეთი, სამცხე‑ ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი. III კვარტალი (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი): სამეგრელო‑ზემო სვანეთი (გარდა ანაკლიისა), გურია (გარდა ურეკისა), იმერეთი (გარდა ქუთაისისა, საირმისა, წყალტუბოსი), შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა‑მთიანეთი (მხოლოდ გუდაური). IV კვარტალი (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი): ყველა რეგიონი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა‑მთიანეთი, რაჭა‑ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელო ‑ზემო სვანეთი, სამცხე‑ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.