საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2013
ძალის დაკარგვა 26.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №888
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016897
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლი „ბასიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №888
2013 წლის 6 ნოემბერი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ შექმნის შესახებ
1.
ფოლკლორის სფეროში მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანსამბლი „ბასიანი“ (შემდეგში - ანსამბლი).
2.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა)
განახორციელოს ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი;
ბ)
უზრუნველყოს ანსამბლის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3.
ანსამბლს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცეს სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი