ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო ქვედანაყოფების წვრთნის ჩატარებისა და მასპინძელი ქვეყნის მიერ დახმარების გაწევის პირობების შესახებ“
მიღების თარიღი 20.09.2013
ძალაში შესვლა 20.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს
მთავრობის სახელით
ხელმოწერა: _______________
სახელი, გვარი: ირაკლი ღარიბაშვილი
თანამდებობა: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ადგილი: თბილისი
თარიღი: 18.09.2013
ნომერი №18/187
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მონაწილე მთელი პერსონალისათვის გახსნისა და დახურვის ცერემონიალი |
| 2 | კულტურულ პროგრამას (მასპინძელი ქვეყნის პროგრამის მიხედვით) |
| 3 | დამკვირვებლების კვებას |
| 4 | გამგზავნი ქვეყნის პერსონალის კვებასა და განთავსებას |
| მუხლის № | სათაური |
| მუხლი-I | განსაზღვრებები |
| მუხლი-II | მიზანი და ფარგლები |
| მუხლი-III | კომპეტენტური უწყებები |
| მუხლი-IV | პასუხისმგებლობები |
| მუხლი-V | ფინანსური დებულებები |
| მუხლი-VI | ინფორმაციის და მატერიალური ქონების უსაფრთხოება |
| მუხლი-VII | ქვედანაყოფის დაცვა |
| მუხლი-VIII | სამედიცინო დახმარება |
| მუხლი-IX | გარემოს დაცვა |
| მუხლი-X | სამართლებრივი საკითხები |
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო ქვედანაყოფების წვრთნის ჩატარებისა და მასპინძელი ქვეყნის მიერ დახმარების გაწევის პირობების შესახებ“
ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო ქვედანაყოფების წვრთნის ჩატარებისა და მასპინძელი ქვეყნის მიერ დახმარების გაწევის პირობების შესახებ“
მუხლის №
სათაური
გვერდის №
შესავალი
3
მუხლი-I
განსაზღვრებები
3
მუხლი-II
მიზანი და ფარგლები
4
მუხლი-III
კომპეტენტური უწყებები
4
მუხლი-IV
პასუხისმგებლობები
4
მუხლი-V
ფინანსური დებულებები
6
მუხლი-VI
ინფორმაციის და მატერიალური ქონების უსაფრთხოება
7
მუხლი-VII
ქვედანაყოფის დაცვა
7
მუხლი-VIII
სამედიცინო დახმარება
8
მუხლი-IX
გარემოს დაცვა
9
მუხლი-X
სამართლებრივი საკითხები
9
მუხლი-XI
პირადი შემადგენლობა და ადმინისტრაციული საკითხები
10
მუხლი-XII
საბაჟო და საპასპორტო პროცედურები
11
მუხლი-XIII
დავების მოგვარება
11
მუხლი-XIV
დამტკიცება და ძალაში შესვლა
11
მუხლი-XV
შესწორება და გადახედვა
11
მუხლი-XVI
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
12
მუხლი-XVII
ტექსტი და ხელმოწერა
12
დანართები
14-21
შესავალი:
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდეგ ტექსტში "მხარეები”)
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო წვრთნების, ტექნიკური და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის 1996 წლის 04 აპრილის ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი სამხედრო მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დებულებათა საფუძველზე,
ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალები შეთანხმებული სწავლებისა და წვრთნების ჩატარების მიზნით, ერთმანეთის ქვეყანაში მხარეთა შეიარაღებული ძალების განლაგების გათვალისწინებით
და ერთი მხარის შეიარაღებული ძალების მეორე ქვეყანაში განლაგებისას მასპინძელი ქვეყნის მიერ საჭირო დახმარების აღმოჩენის გათვალისწინებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
განსაზღვრებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ძალაშია შემდეგი განსაზღვრებები:
1. გამგზავნი ქვეყანა (გქ): ქვეყანა, რომელიც აგზავნის თავის შეიარაღებულ ძალებს მასპინძელ ქვეყანაში წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული წვრთნისა და სწავლების განხორციელების მიზნით.
2. მასპინძელი ქვეყანა (მქ): ქვეყანა, რომელიც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული წვრთნისა და სწავლების განხორციელების მიზნით იღებს და მასპინძლობს გამგზავნი ქვეყნის შეირაღებულ ძალებს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე.
3. შეთანხმებები: პრეამბულაში მითითებული ორმხრივი შეთანხმებები.
4. მასპინძელი ქვეყნის დახმარება (მქდ): მასპინძელი ქვეყნის მიერ გამგზავნი ქვეყნისათვის აღმოჩენილი სამოქალაქო და სამხედრო დახმარება მის ტერიტორიაზე, მათ შორის საჰაერო სივრცეში წვრთნისა და სწავლების განმავლობაში.
5. სამხედრო უწყებები: მხარეთა შესაბამისი დაწესებულება ან სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც განისაზღვრება მონაწილე ქვეყნის სათანადო ბრძანებაში.
6. წვრთნის ტერიტორია: მასპინძელი ქვეყნის მიერ გამგზავნი ქვეყნისათვის წვრთნის ჩასატარებლად გამოყოფილი ტერიტორია.
7. სწავლებები და წვრთნები: ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნები და ტრეინინგები, რომლებშიც მონაწილეობენ დანაყოფები და ფიზიკური პირები, ასევე ქვედანაყოფების გაცვლითი წვრთნები. იგი არ მოიცავს ფიზიკური პირების საგანმანათლებლო კურსებს.
8. ძალის დაცვა (ძდ): უსაფრთხოების დაცვის ნებისმიერი ზომა, რომელიც გამოიყენება ქვედანაყოფის ქმედითუნარიანობის, პირადი შემადგენლობის, აღჭურვილობისა და ოპერაციისადმი მიმართული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი II
მიზანი და ფარგლები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს წვრთნისა და სწავლების განხორციელებისა და მასპინძელი ქვეყნის პირობებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობების ზოგად პრინციპებს. ასევე წვრთნისა და სწავლების განხორციელების დროს მასპინძელი ქვეყნის მიერ გამგზავნი ქვეყნისათვის დახმარების გაწევის სტანდარტებს, სახეებს, დონესა და მეთოდებს.
2. თუ ამ მემორანდუმში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მასპინძელი ქვეყანა მემორანდუმის დებულებებს იყენებს გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფების მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისთანავე და იმოქმედებს მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიიდან გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფების ბოლო შემადგენლობის გასვლამდე.
მუხლი III
კომპეტენტური უწყებები
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უწყებებია:
საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის სახმელეთო ძალების სარდლობა
მუხლი IV
პასუხისმგებლობები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა საფუძველზე მასპინძელი ქვეყანა:
a. წვრთნისა და დახმარების დამტკიცებული გეგმების შესაბამისად უფლებამოსილია და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ხელი შეუწყოს:
1) გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფების მიღებას განსაზღვრული შემოსვლის პუნქტიდან (პუნქტებიდან);
2) მათ გადაადგილებას წვრთნისათვის გამოყოფილი ტერიტორიისაკენ;
3) წვრთნისა და სწავლების ჩატარებას;
4) გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფის გასვლას განსაზღვრული გასვლის პუნქტიდან (პუნქტებიდან);
b. საჭიროების შემთხვევაში წვრთნის გეგმისა და შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების გათვალისწინებით გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფს აძლევს მასპინძელი ქვეყნის საჰაერო გზების გამოყენების უფლებას.
c. განახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა ხელი შეუწყოს საჰაერო, ავტოსაგზაო და სარკინიგზო მარშრუტების გამოყენებით ძალებისა და საშუალებების შესვლას, მიღებასა და დისლოცირებას წვრთნის/ან სწავლების გეგმების შესაბამისად;
d. მოთხოვნის შემთხვევაში, კომერციული რესურსების-საწვავის, საკვების, მატერიალური ქონების, ავტომობილების, კავშირგაბმულობის საშუალებების, შენობების, საავადმყოფოში გადაყვანის მომსახურების, მუშა პერსონალის და სხვ. გამოყენების ჩათვლით, გასცემს უფლებას და დაარეგულირებს გამგზავნი მხარის საჭიროებების უზრუნველყოფისათვის ადგილობრივი რესურსებით სარგებლობისა და მომარაგების საკითხს.
e. შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფს წვრთნისა და სწავლების ჩატარების მიზნით, მისცემს უფლებას საჭირო მატერიალური ქონების, საკვების, შეიარაღებისა და ტყვია-წამლის შემოტანის, გატანისა და მის ტერიტორიაზე გადატანისათვის.
f. დაეხმარება გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფს აუცილებელი საბაჟო პროცედურების განხორციელებაში და შეატყობინებს გამგზავნ ქვეყანას საჭირო პროცედურების შესახებ, რათა მან უზრუნველყოს საშიში, განსაკუთრებით კი ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ტყვია-წამლის საზღვარზე უსაფრთხოდ გადატანა, ქვეყნის შიგნით გადაადგილება და ქვეყნიდან გატანა;
g. წვრთნის დროს მასპინძელი ქვეყნისა და გამგზავნი ქვეყნის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილას, მასპინძელი ქვეყნის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში გამგზავნი ქვეყნის პირად შემადგენლობას მისცემს შეიარაღებისა და ტყვია-წამლის ტარების უფლებას;
h. საბაჟო პროცედურების მოგვარების, თარგმნისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად პირადი შემადგენლობიდან გამოყოფს საკონტაქტო პირებს;
i. უზრუნველყოფს ამ მემორანდუმის შესაბამის დანართში განსაზღვრულ სატელეფონო, ფაქსის, მონაცემთა ბაზის და რადიო საშუალებების გამართულ მუშაობას;
j. გამგზავნი ქვეყნის პირადი შემადგენლობისათვის მიცემული მატერიალური ქონებისა და გაწეული სამსახურისას, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, რომ იყოს თავისი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურის წოდებისა და სახეობის შესაბამისი;
k. დაადგენს მასპინძელი ქვეყნის მიერ მომსახურების უზრუნველყოფისა და მატერიალური ქონების სავარაუდო ღირებულებას;
l. წვრთნისა და სწავლების დროს განსახორციელებელ ღონისძიებათა გათვალისწინებით, ინფორმაციას მიაწვდის მასპინძელი ქვეყნის სასწავლო და უსაფრთხოების წესდებების შესახებ;
m. წვრთნის დაწყებამდე გამგზავნი ქვეყნის პირად შემადგენლობას ინფორმაციას მიაწვდის წვრთნისა და სწავლების დროს წვრთნის ტერიტორიის პერიმეტრის დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ;
n. გამგზავნი ქვეყნის პერსონალი მასპინძელ ქვეყანაში შემოსვლისას იყენებს თავისი ქვეყნის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების ფარგლებში გამგზავნი ქვეყნის სარდლობა:
a. წვრთნისა და სწავლების დროს პრეამბულაში მითითებულ შეთანხმებათა დებულებებს და მასპინძელი ქვეყნის ინფრასტრუქტურას გამოიყენებს არსებული ეროვნული ლოჯისტიკური დახმარების გეგმების მიხედვით;
b. მემორანდუმის IV მუხლის დებულებების გათვალისწინებით, გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფი დროებით სარგებლობაში გადაცემულ ყველა სახის მატერიალურ ქონებას გამოიყენებს ფრთხილად და დანიშნულებისამებრ, და მასპინძელი ქვეყნიდან გასვლამდე ამ ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ სამხედრო დანაყოფს მატერიალურ ქონებას დაუბრუნებს იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩაიბარა, გარდა ჩვეულებრივი ხმარებით გამოწვეული დაზიანებისა;
c. პრეამბულაში მითითებულ შეთანხმებათა დებულებებიდან გამომდინარე იცავს მასპინძელი ქვეყნის საბაჟო ფორმალობებსა და პროცედურებს;
d. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ სამოქალაქო კომპეტენტურ უწყებებთან ყველა ლოჯისტიკური ღონისძიების კოორდინირების მიზნით, გამოყოფს საკონტაქტო პირებს. შემოსვლისა და გასვლის პუნქტებშიც იქნებიან საკონტაქტო პირები;
e. წვრთნისა და სასწავლო ღონისძიებების ფარგლებში საშიში ნივთიერებისა და ტყვია-წამლის დასაწყობების, გადაადგილების, მათი გამოყენებისა და თავიდან მოცილების საკითხში ემორჩილება მასპინძელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის ყველა დებულებებს და გარემოს დაცვის რეგულაციას;
f. მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური სამხედრო უწყებისათვის გადასატან ტყვია-წამალთან (მაგალითად: ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობა, სახეობა) დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს გამომგზავრებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. მსგავსი დეტალები გადასატანი საშიში ნივთიერების ან ტყვია-წამლის გარდა მოიცავს შემოსვლისა და გასვლის თარიღებსა და პუნქტებს, აგრეთვე გასაგზავნ ადგილებს;
g. წვრთნის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებისას ემორჩილება მასპინძელი ქვეყნის სასწავლო და უსაფრთხოების ინსტრუქციებს;
h. ადმინისტრაციულ და პირადი შემადგენლობის საკითხებში ემორჩილება შესაბამის წვრთნის გეგმებში, ინსტრუქციებსა და წინამდებარე მემორანდუმის დანართებში ერთობლივად განსაზღვრულ დეტალურ პროცედურებსა და ინსტრუქციებს;
i. გამგზავნი ქვეყნის პირადი შემადგენლობა წვრთნის დროს ატარებს თავისი ქვეყნის სასწავლო უნიფორმას.
მუხლი V
ფინანსური დებულებები
1. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენება წინამდებარე დოკუმენტის პრეამბულაში მითითებულ შეთანხმებათა შესაბამისი დებულებები. ამ მიზნით:
a. გამგზავნი ქვეყანა ექვემდებარება მასპინძელი ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობას;
b. მასპინძელი ქვეყნის პირად შემადგენლობაზე გავრცელებული ფინანსური დებულებების შემცველ კანონებს ემორჩილება გამგზავნი ქვეყნის პირადი შემადგენლობაც.
2. მასპინძელი ქვეყნის სამხედრო დაწესებულებები გამომგზავნი ქვეყნის სახელით ხელს არ მოაწერენ არანაირ კომერციულ ხელშეკრულებას.
3. თითოეული ქვეყნის სამხედრო პერსონალი აწარმოებს მხარეებს შორის შესრულებული პროცედურების აღრიცხვას.
მუხლი VI
ინფორმაციისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება
1. წინამდებარე მემორანდუმთან დაკავშირებით სწავლებისთვის განკუთვნილი შედგენილი და გაცვლილი ინფორმაციის გამოყენება, გადაცემა, შენახვა და დაცვა მოხდება მხარეთა ეროვნული უსაფრთხოების კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
2. სწავლებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის გადაცემა მოხდება მხოლოდ სამთავრობო არხით ან მონაწილეთა მიერ დანიშნული კომპეტენტური უწყებების მიერ დამტკიცებული არხების საშუალებით.
3. თითოეული მხარე განახორციელებს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას, რათა არ გამჟღავნდეს წინამდებარე მემორანდუმთან დაკავშირებული შედგენილი და გაცვლილი ინფორმაცია გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეორე მხარე თანახმაა მის გამჟღავნებაზე.
4. ორივე მხარე უზრუნველყოფს, რომ შეიზღუდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გარდა საჭირო ნებართვის მქონე და წვრთნაში მონაწილე პირებისა, რომელთაც ესაჭიროებათ ეს ინფორმაცია.
5. მასპინძელი ქვეყანა წვრთნის და სწავლების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უზრუნველყოფს, რათა წვრთნის ან მოსამზადებელ ტერიტორიაზე და პოლიგონზე უნებართვოდ არ მოხდეს არაკომპეტენტური პირების შესვლა.
6. მხარეები მეორე მხარის წერილობითი ნებართვის გარეშე ამ მემორანდუმის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას, დოკუმენტებს და მატერიალურ ქონებას არ გადასცემენ მესამე მხარეს.
მუხლი VII
ქვედანაყოფის დაცვა
1. სწავლისა და წვრთნისათვის დაიგეგმება ქვედანაყოფის ყოვლისმომცველი და ეფექტური დაცვა, რომელიც შესაბამის ოპერატიულ გეგმებში განისაზღვრება დეტალურად. ქვედანაყოფის დაცვა განხორციელება მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკისა და ინსტრუქციების შესაბამისად. ქვედანაყოფის დაცვა არასდროს არ იქნება მოთხოვნილი ან უზრუნველყოფილი მასპინძელი ქვეყნის კანონების საწინააღმდეგოდ;
2. მასპინძელი ქვეყანა გამომგზავნ ქვეყანას მიაწვდის ინფორმაციას ქვედანაყოფის დაცვის ზომებისა და შეზღუდვების შესახებ;
3. შესაძლებლობის ფარგლებში გამგზავნი ქვეყანა ვალდებულია საკუთარი ქვედანაყოფის დაცვის საჭიროებების და შეზღუდვების შესახებ განუმარტოს და ინფორმაცია მიაწოდოს მასპინძელ ქვეყანასა და გამგზავნი ქვეყნის წვრთნის მეთაურს. გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფის დაცვაზე პასუხისმგებელია მასპინძელი ქვეყანა;
4. მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკასა და ინსტრუქციებში დეტალურად განმარტებული ქვედანაყოფის დაცვის ვალდებულებების გარდა, მასპინძელი ქვეყნის წვრთნის მეთაური პასუხისმგებელია მასპინძელი ქვეყნისა და გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფების დაცვის კოორდინაციაზე.
მუხლი VIII
სამედიცინო დახმარება
1. გამგზავნი ქვეყნის ქვედანაყოფის მეთაური პასუხისმგებელია რომ, გამგზავნი ქვეყნის პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ისეთი, რომ შეეძლოს წვრთნაში მონაწილეობა. გამგზავნი ქვეყნის პირად შემადგენლობას გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის წინასწარ განსაზღვრული მედიკამენტები.
2. მასპინძელ ქვეყანაში გამგზავნი ქვეყნის შეზღუდული სამედიცინო შესაძლებლობების გათვალისწინებით, გადაადგილების, უკან დაბრუნებისა და წვრთნის ეტაპებზე შექმნილ გადაუდებელ სიტუაციებში დაუყოვნებლივ იქნება გამოყენებული მასპინძელი ქვეყნის ამ სფეროში არსებული საშუალებები;
3. მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური უწყებები შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ, რომ გამგზავნი ქვეყნის საევაკუაციო ვერტმფრენებს მიენიჭოს უპირატესობა ნებისმიერი სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით, რათა განახორციელონ ტრანზიტი სწავლების ტერიტორიის არეალში ან ამ ტერიტორიიდან გასვლა და მიეცეთ მასპინძელი ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება ამ უკანასკნელის სახელმწიფო პროცედურების შესაბამისად;
4. გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მასპინძელი ქვეყანა ახორციელებს უსასყიდლოდ. საჭირო შემთხვევაში მასპინძელი ქვეყნის საშუალებები დაშავებულ პერსონალს გადაიყვანს გამგზავნი ქვეყნის მიერ შერჩეულ საავადმყოფოში სახმელეთო სამხედრო ტრანსპორტით უსასყიდლოდ. მაგრამ, სამოქალაქო ტრანსპორტით სარგებლობისას წარმოქმნილი ნებისმიერი ხარჯების დაფარვა ეკისრება გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტურ პირებს;
5. მასპინძელი ქვეყნის სამხედრო ჰოსპიტალების მიერ ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უფასოა. სამხედრო ან სამოქალაქო რესურსებით უზრუნველყოფილი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გარდა, სხვა სამედიცინო მომსახურების (პროტეზი, სათვალე/ლინზები და სხვ.) საფასურის გადახდა მოხდება გამგზავნი ქვეყნის მიერ. მომსახურების ფასი იქნება იმდენივე რამდენსაც იხდის მასპინძელი ქვეყნის პერსონალი. გამგზავნი ქვეყნის უწყებები მასპინძელი ქვეყნის უწყებებს ასევე აუნაზღაურებენ სამოქალაქო სამედიცინო ავიაციით, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენით განხორციელებულ ევაკუაციასთან, ასევე მიმღები მხარის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, იმ გამონაკლისით, რომ გამგზავნ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო ან ორმხრივი შეთანხმებებით განსაზღვრული უპირატესობები სამედიცინო ან სოციალური უსაფრთხოების სფეროში ამგვარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების კომპენსაციაზე.
6. გამგზავნი ქვეყნის პერსონალის მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე შვიდ დღეზე მეტი დროით ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ასევე-მედიკამენტების, ავადმყოფის თავის ქვეყანაში დაბრუნებისა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სხვა სახის ხარჯები დაიფარება გამგზავნი ქვეყნის მიერ. უფასო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა მოიცავს მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის სამხედრო ჰოსპიტალების მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო მომსახურების ორგანიზებისა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი მხარის-მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებას.
მუხლი IX
გარემოს დაცვა
1. გამომგზავნი ქვეყანა ემორჩილება მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას და საშიში ნივთიერებებისა და ნარჩენების განთავსებას ახდენს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ და დაცულ ადგილზე. ამ სპეციალური ადგილების შესახებ გამგზავნ ქვეყანას ეცნობება წვრთნის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე.
2. წვრთნის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეკოლოგიური შემთხვევის/გარემოს დაბინძურების, ხანძრის ან გარემოსათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის შეფასება მოხდება მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ზიანს აღმოფხვრის/აანაზღაურებს მხარე, რომლის ბრალეულობითაც მოხდა გარემოსათვის ზიანის მიყენება. ზიანის ფაქტის შესწავლა და მის აღმოფხვრაზე/ანაზღაურებაზე რეკომენდაციის შემუშავება მოხდება ზიანის დამდგენი ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტდება მასპინძელი და გამგზავნი ქვეყნების ხუთ-ხუთი წარმომადგენლისაგან
4. მასპინძელი ქვეყანა, გამგზავნ ქვეყანას გარემოსთან დაკავშირებული შიდა კანონმდებლობის შესახებ წერილობით შეატყობინებს წვრთნამდე ერთი თვით ადრე.
5. ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადისა და წვრთნის რაიონში საშიში ნივთიერებებისა და ნარჩენების შეგროვებასა და გატანას უზრუნველყოფს მასპინძელი ქვეყანა.
მუხლი X
სამართლებრივი საკითხები
1. თუ გამგზავნი ქვეყნის ნებისმიერ პერსონალს, დააკავებს მასპინძელი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყებები, ამის შესახებ წვრთნის ან სასწავლო ღონისძიების ჩატარებასა და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წვრთნაში ან სწავლებაში მონაწილე მასპინძელი ქვეყნისა და გამომგზავნი ქვეყნის ზემდგომ წარმომადგენლებს. ისინი კი მოგვიანებით მოახსენებენ თავის შესაბამის სამხედრო ხელმძღვანელობებს;
2. მონაწილეები ემორჩილებიან თავ-თავისი ქვეყნის შესაბამის დისციპლინარულ წესდებებს, გარდა ამისა, მასპინძელი ქვეყნის ქვედანაყოფის ბაზაზე და დაწესებულებებში დაიცავენ დისციპლინის მოქმედ წესებსა და ინსტრუქციებს.
3. გამომგზავნი ქვეყნის პერსონალის გასამართლების შემთხვევაში, ვიხელმძღვანელებთ პრეამბულაში მითითებული შეთანხმებების დებულებების მიხედვით.
მუხლი XI
პირადი შემადგენლობა და ადმინისტრაციული საკითხები
1. მოთხოვნები და პასუხისმგებლობები:
a.თითოეული მხარე, რომელიც მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულების გამო ზიანს მიაყენებს მეორე მხარის მატერიალურ ქონებას (შეიარაღება/ტყვია-წამალი, აღჭურვილობა და საწვავი/ზეთი) რაც გამოწვეულია სტუმარი პერსონალის ქმედებით, აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს.
b. წვრთნის დროს მხარეების მიერ ერთმანეთისათვის მიყენებული ზარალის მოკვლევა მოხდება დელეგაციის მიერ, რომელშიც შევლენ მხარეთა თანაბარი რაოდენობის მონაწილეები და ამ საკითხის გადაჭრა მოხდება შეძლებისდაგვარად დაბალ დონეზე ჩატარებული მოლაპარაკებების გზით და მონაწილეები არ მიმართავენ ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს, არბიტრებს ან არბიტრაჟს.
2. შემთხვევები და ინციდენტები-სამხედრო დაკითხვაში მონაწილეობა:
a.იმ შემთხვევების ან ინციდენტების გამოძიებისას, რომელშიც გარეულია მასპინძელი ქვეყნის ან გამომგზავნი ქვეყნის პერსონალი, გამომგზავნ ქვეყანას უფლება აქვს ნებისმიერ ადგილზე, სადაც ტარდება დაკითხვა ჰყავდეს ერთი დამკვირვებელი. გამოძიების საიდუმლოობის პრინციპის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამკვირვებელს არ ეძლევა ნებართვა, დაესწროს ჯვარედინ დაკითხვას და გამოძიების მტკიცებულებებისა და რეკომენდაციების განხილვას. დამკვირვებელი არ უნდა იყოს წოდებრივად იმ კომპეტენტურ პირზე მაღალი, რომელიც აწარმოებს დაკითხვას. დაკითხვაზე მათი დასწრების ხარჯებს იხდის გამგზავნი ქვეყანა.
b. გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტურ სამხედრო უწყებებს გადაეცემათ დაკითხვის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები და რეკომენდაციები.
3. გამგზავნი ქვეყნის პერსონალის გარდაცვალებისას ჩასატარებელი ღონისძიებები:
a. მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამომგზავნი ქვეყნის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში, ამის შესახებ ეცნობება მასპინძელი ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ პირებს. გარდაცვალება დაფიქსირდება მასპინძელი ქვეყნის ექიმის მიერ.
b. იმ შემთხვევაში თუ მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო საჭიროდ მიიჩნევს გვამის გაკვეთას, მას ეროვნული პროცედურების შესაბამისად ჩაატარებს მასპინძელი ქვეყნის მიერ ამ მიზნით დანიშნული ექიმი. გამგზავნი ქვეყნის მხრიდან დანიშნულ ექიმს შეუძლია დაესწროს მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური პირის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილას ჩატარებულ აუტოფსიას.
c. გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური უწყებები ცხედრის ტრანსპორტირებისათვის საჭირო მზადებას იწყებენ მასპინძელი ქვეყნის მიერ საჭირო უფლებამოსილების გაცემისთანავე. ცხედრის თავის ქვეყანაში გადასვენება მოხდება მასპინძელი ქვეყნის რეგულაციების მიხედვით. მოთხოვნის შემთხვევაში, გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური უწყებები მასპინძელი ქვეყნის კომპეტენტური უწყებებს მიაწვდიან ინფორმაციას მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიიდან ცხედრის გადასვენების პროცედურების შესახებ. გამგზავნი ქვეყანა დაფარავს ცხედრის რეპატრიაციის მიზნით მასპინძელი ქვეყნის მიერ გაწეულ ხარჯებს.
მუხლი XII
საბაჟო და საპასპორტო პროცედურები
1. მხარეები მასპინძელ ქვეყანაში შესვლა-გასვლისას და ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ემორჩილებიან მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას.
2. მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი ექვემდებარება მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობის დებულებებს უცხოელთა ბინადრობის და გადაადგილების შესახებ.
მუხლი XIII
დავების მოგვარება
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების ან განმარტებისას წარმოქმნილი ნებისმიერი დავის მოგვარება მოხდება მხარეთა შეძლებისდაგვარად დაბალ საფეხურზე ჩატარებული მოლაპარაკებების გზით მეგობრული ფორმით და საკითხის გადაჭრისათვის არ მიმართავენ არც ერთ ეროვნულ ან საერთაშორისო პლატფორმას ან მესამე მხარეს.
მუხლი XIV
დამტკიცება და ძალაში შესვლა
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.
მუხლი XV
შესწორების შეტანა და გადახედვა
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიძლება გადაიხედოს ან შესწორდეს თითოეული მხარის მიერ წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში შეტყობინების გაკეთებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, დაიწყება მოლაპარაკებები. თუ 15 დღის განმავლობაში შედეგისათვის მიღწეული არ იქნა, 30 დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების საფუძველზე თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება. ყველა ის ცვლილება და შესწორება, რომელზეც მიღწეული იქნება შეთანხმება, ძალაში შევა XIV თავში განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.
მუხლი XVI
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია XIV მუხლში განსაზღვრული დებულებების თანახმად ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების პერიოდში მხარეებს შეუძლიათ დიპლომატიური არხებით წერილობით აცნობონ ერთმანეთს განზრახვა მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ 6 თვით ადრე. მემორანდუმი ავტომატურად განახლდება მომდევნო წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე დიპლომატიური არხებით წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ 6 თვით ადრე მის ვადის გასვლამდე. ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შემთხვევაში ის დარჩება ძალაში მიმდინარე წვრთნების განმავლობაში.
მუხლი-XVII
ტექსტი და ხელმოწერა
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მის განუყოფელ 8 დანართთან ერთად შედგენილია ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლიარად. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენაზე შედგენილ ტექსტს.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელმოწერილია ქ თბილისში 2013 წლის 18 სექტემბერს და ქ. ანკარაში 2013 წლის 20 სექტემბერს.
საქართველოს
მთავრობის სახელით
ხელმოწერა: _______________
სახელი, გვარი: ირაკლი ღარიბაშვილი
თანამდებობა: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ადგილი: თბილისი
თარიღი: 18.09.2013
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ხელმოწერა: _______________
სახელი, გვარი: ქუმჰურ ერენთურქი
თანამდებობა:
ადგილი: ანკარა
თარიღი: 20.09.2013
დანართები:
a-დანართი (ზოგადი დებულებები)
b-დანართი (უსაფრთხოება)
c-დანართი (საკვები)
d-დანართი (განთავსება)
e-დანართი (სამედიცინო დახმარების გაწევა)
f-დანართი (კავშირგაბმულობა და ინფორმაციული სისტემები)
g-დანართი (ტრანსპორტი)
h-დანართი (ფინანსური დებულებები)
a-დანართი
ზოგადი დებულებები
1. საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების წვრთნა ჩატარდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში.
2. წვრთნა ჩატარდება მასპინძელი ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და სასწავლო ღონისძიებებისა და მასპინძელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
3. წვრთნასთან დაკავშირებულ კომუნალურ ხარჯებს (ელექტროენერგია, წყალი და სხვ.) დაფარავს მასპინძელი ქვეყანა.
დანართი
უსაფრთხოება
1. მასპინძელი ქვეყანა, წვრთნის ყოველ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს:
a. ინფრასტრუქტურაში დატოვებული აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წვრთნის რაიონის 24 საათიან ფიზიკურ უსაფრთხოებას;
b. წვრთნასთან დაკავშირებული ყოველი ღონისძიების მიმდინარეობისას პერსონალის უსაფრთხოებას. ეს საკითხი მოიცავს ავტომობილებში შეიარაღებული მცველის ყოლას და რაიონის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ გამგზავნი ქვეყნისათვის ინფორმაციის მიწოდებას და სხვა;
c.წვრთნის ყველა ეტაპზე გამგზავნი ქვეყნის პერსონალისა და დამკვირვებლების გადაადგილებას, ექსკორტირებას, ქვეყანაში შემოსვლის წუთიდან ქვეყნის დატოვებამდე.
d.წვრთნაში მონაწილე გამგზავნი ქვეყნის პერსონალისათვის, პრესის წარმომადგენლებისა და დანარჩენი პირებისათვის საშვების დარიგებას;
e. იმ პირებისათვის, რომელთა შესვლაც აუცილებელია წვრთნის რაიონში, დროებითი საშვების მიცემას;
2. მასპინძელი ქვეყანა უზრუნველყოფს რეალური საფრთხის შეფასების მათ შორის შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ბრიფინგს/ინფორმაციის მიწოდებას.
c-დანართი
საკვები
1. მასპინძელი ქვეყანა საკვებითა და წყლით უზრუნველყოფას მოახდენს უსასყიდლოდ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გამგზავნი ქვეყნის წარმომადგენელთა კვება იქნება მასპინძელი ქვეყნის პერსონალის კვების სტანდარტების შესაბამისი.
3. ანგარიში გაეწევა მხარეთა ტრადიციული საკვების არჩევანს. ყოველ შემთხვევაში, ძირითადი საკვები მომზადდება ხბოს, ქათმის ან თევზისაგან.
4. წვრთნის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში, მშრალი საკვებით უზრუნველყოფა მოხდება მასპინძელი ქვეყნის მიერ.
d-დანართი
განთავსება
1. წვრთნაში მონაწილე პერსონალი უსასყიდლოდ განთავსდება სამხედრო ყაზარმებში.
2. მასპინძელი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც მიიღებს წვრთნაში მონაწილეთა სიას, გამგზავნი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად მოამზადებს განსათავსებელ ადგილებს.
3. გამგზავნი ქვეყნის პერსონალის განთავსების პირობები იქნება მასპინძელი ქვეყნის იმავე წოდების მქონე პერსონალის სტანდარტების შესაბამისი.
4. წვრთნაში მონაწილე ქვედანაყოფები წვრთნის განმავლობაში ღამეს გაათენებენ მათთვის განკუთვნილ ყაზარმებში.
e-დანართი
სამედიცინო დახმარების გაწევა
1. მასპინძელი ქვეყანა, წვრთნის განმავლობაში უზრუნველყოფს უფასო გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას. ეს მომსახურება მოიცავს:
a. წვრთნის განმავლობაში წვრთნის რაიონში სამედიცინო ჯგუფისგან დაკომპლექტებულ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტს.
b.სამხედრო ამბულანსს და მძღოლს.
2. სამედიცინო პუნქტი ახორციელებს ავადმყოფთა ყოველდღიურ ვიზიტებს და გადაუდებელ პირველად სამედიცინო დახმარებას.
3. სამედიცინო და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, მათ შორის ჰოსპიტალიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამგზავნ სახელმწიფოს, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას. (გადაუდებელი ევაკუაციის გარდა)
f-დანართი
კავშირგაბმულობა და ინფორმაციული სისტემები
1. წვრთნის მიმდინარეობისას მასპინძელი ქვეყანა უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის ცენტრს, რომელშიც განთავსებული იქნება ტელეფონი და ფაქსი. ოფიციალური მიზნით, გამგზავნი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს გამოიყენოს ტელეფონი და ფაქსი;
2. მასპინძელი ქვეყანა, წვრთნის დროს გამოყენების მიზნით უზრუნველყოფს რადიოსადგურების სისტემას;
3. წვრთნის ტერიტორიაზე სატელეფონო საუბრებისათვის ასევე იქნება ფასიანი ტელეფონები.
g-დანართი
ტრანსპორტი
1. მასპინძელი ქვეყანა, წვრთნაში მონაწილე პერსონალისა და დამკვირვებლების ქვეყანაში შემოსვლიდან გასვლამდე ყველა გადაადგილებას ახორციელებს უსასყიდლოდ.
2. წვრთნაში მონაწილე პერსონალის ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს გამგზავნი ქვეყანა.
3. გადაადგილების დეტალური გეგმები წვრთნის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე მასპინძელ ქვეყანას გაეგზავნება სამხედრო ატაშატის მეშვეობით.
h-დანართი
ფინანსური დებულებები
მასპინძელი ქვეყანა ქვემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს ჩაატარებს უსასყიდლოდ:
რიგის #
ღონისძიება
1
მონაწილე მთელი პერსონალისათვის გახსნისა და დახურვის ცერემონიალი
2
კულტურულ პროგრამას (მასპინძელი ქვეყნის პროგრამის მიხედვით)
3
დამკვირვებლების კვებას
4
გამგზავნი ქვეყნის პერსონალის კვებასა და განთავსებას