ოქმი „საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
მიღების თარიღი 23.09.2013
ძალაში შესვლა 23.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №185/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2013
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი „საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
ოქმი „საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველო და ლესოტოს სამეფო, შემდგომში ”მხარეებად” წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების ურღვეობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია, ქ. ნიუ-იორკში, 2013 წლის 23 სექტემბერს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
მისი აღმატებულება ქალბატონი
მაია ფანჯიკიძე
საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრი
ლესოტოს სამეფოს სახელით
(ხელმოწერილია)
მისი აღმატებულება ბატონი
მოლაბი კენეტ ცეკოა
ლესოტოს სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრი