„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №171/ნ |
|
2013 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანებაში (matsne.gov.ge, 25/07/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.008.961) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
|
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში (შემდგომში - სამინისტრო) დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება; ე) იმ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით.“;
ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციების მომზადება;“; ბ.ბ) ,,თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი: „თ2) სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიმართვის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფების კვლევის განხორციელება და პროფესიული განვითარების გეგმის მომზადება;“;
გ) მე-3 პუნქტის: გ.ა) „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას; ზ2) უზრუნველყოფს იმ პირთა პროფესიული მომზადებისათვის/გადამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით;“; გ.ბ) ,,ზ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ3“ ქვეპუნქტი: „ზ3) ახორციელებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების მომზადებას/გადამზადებას;“; გ.გ) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით შეიმუშავებს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №171/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.016691.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №171/ნ, 08.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016691 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2072504/