⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2015)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 01.06.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,175 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2013 მიღება
01.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
საკრებულოს თავმჯდომარე რობერტი რუხაძე საკრებულოს თავმჯდომარე
საგანგებო დახმარების  ფუნქციები გასატარებელი ღონისძიებები
ფუნქცია 1. საგანგებო მართვის უზრუნვეყოფა საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება
ფუნქცია 2. კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა უზრუნველყოფს კავშირის საშუალებებს ადგილობრივ დონეზე
ფუნქცია 3.  სახანძრო-სამაშველო სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა მომსახურება
ფუნქცია 4. სამედიცინო უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება
ფუნქცია 5. ევაკუაცია ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით
ფუნქცია 6. მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე მოსალოდნელი ეპიზოოტიის და პანდემიის პრევენციული ღონისძიებები
ფუნქცია 7. საგზაო-საინჟინრო უზრუნველყოფა ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება
ფუნქცია 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილობრივ დონეზე, მატერიალურ-ტექნიკური საჭირო რესურსების განსაზღვრა და ორგანიზება
ფუნქცია 9. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №18 2013 წლის 7 ნოემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების  შესახებ„ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 რძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანდართული გეგმა. მუხლი 2🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად სამტრედიის რაიონულ სასმართლოში (მის: ძმები ნინუების ქ. №1) მუხლი 3🔗  დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარერობერტი რუხაძე ხონის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა თავი I ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა შემუშავებულია  ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებისშესაბამისად.  გეგმის მიზანია ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და არსებული სხვადასხვა იურიდიული თუ კერძო პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გაადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის  მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას.  მუხლი 2🔗 ხონის მუნიციპალიტეტის დახასიათება და მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საფრთხეები. ადმინისტრაციული ცენტრი: ქ. ხონი, ფართობი 428,5 კვ.კმ; კლიმატი - ნოტიო, სუბტროპიკული ზონა; წყლის ძირითადი არტერიები-მდინარეები, წყაროს წყლები და ჭები; ქალაქი - 1; თემი - 9; სოფელი - 2; მანძილი თბილისამდე - 264 კმ; უახლოესი    პორტი  ქ. ფოთი, მანძილი -75 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური ქ. სამტრედია, მანძილი -19 კმ; უახლოესი აეროპორტი კოპიტნარი, მანძილი - 22 კმ; ქალაქის მოსახლეობა - 11 323; თემებისა და სოფლების მოსახლეობა - 20 435; სულ  დევნილთა ჩათვლით - 31 757; მათ შორის ქალი - 16 660 და კაცი - 15 097; 6 წლამდე ბავშვები - 3 275; ტყის ფართობი - 20 000 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი - 18 042 ჰა; მათ შორის სახნავი - 7 543 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 2 728,4 ჰა; სათიბი - 104 ჰა და საძოვარი -       7 666 ჰა. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა შემდეგი რისკები: მეწყერი, წყალდიდობა, ღვარცოფი, ხანძარი, მიწისძვრა, გვალვა და ძლიერი ქარი (გრიგალი). თავი II რეაგირების მართვა და საგანგებო დახმარების ფუნქციები მუხლი 3🔗 რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ საგანგებო ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული და სხვა დამხმარე კანონმდებლობის მიხედვით. წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორეაგირე რაზმები ვალდებული არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის სამდივნოსთან და სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას. იმ შემთხვევაში,  თუ საჭიროა რამდენიმე სახვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა) დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი. თავი III საგანგებო  შტაბი მუხლი 4🔗 . საგანგებო შტაბი წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს  საგანგებო სიტუაციების აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას. შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია: -   მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები; -  შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით; -  უზრუნველყოს მოსალოდნელ საგაგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება; - საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა. შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით. შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან. საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ე. ი. მანამ სანამდე რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი, შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის  ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგესთან. თავი IV საგანგებო დახმარების ფუნქციები მუხლი 5🔗 საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 9 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით, თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით. საგანგებო დახმარების ფუნქციები საგანგებო დახმარების  ფუნქციები გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი სამსახური, მისი ძირითადი ამოცანები მხარდამჭერი ორგანიზაციები მათი ძირითადი ამოცანები ფუნქცია 1. საგანგებო მართვის უზრუნვეყოფა საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება საგანგებო შტაბი ფუნქცია 2. კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა უზრუნველყოფს კავშირის საშუალებებს ადგილობრივ დონეზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;  შსს ხონის რაიონული სამმართველო, ტელეკომპანია ,,მეგა-TV”;            ს.ს. ,,ენერგო პროჯორჯიას“-ს ხონის მომსახურების სერვის ცენტრი;   ს.ს. ,,სილქნეტი“-ს ხონის სერვის ცენტრი;               შ.პ.ს  ,,საქართველოს ფოსტი“-ს ხონის საფოსტო სერვის-ცენტრი;          ა.ი.პ  ხონის ,,კომუნალური სერვის-ცენტრი“ ფუნქცია 3.  სახანძრო-სამაშველო სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა მომსახურება ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური;                  ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური; ტერიტორიული ორგანოები; ა.ი.პ. ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ჩემი ოჯახის კლინიკა - ხონის რაიონული საავადმყოფო; ,,ჯეო ჰოსპიტალი“ ხონის ამბულატორიული ცანტრი;              შ.პ.ს.  ,,ხონი ექსპრესი“; შსს ხონის რაიონული სამმართველო; ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ფუნქცია 4. სამედიცინო უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური; ა. ი. პ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შსს ხონის რაიონული სამმართველო; შსს დაცვის სამსახური; ტერიტორიული ორგანოების ამბულატორიები; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთის რეგიონალური სამმართველო; კერძო სააფთიაქო ქსელები; სამოქალაქო რეესტრის ხონის სარეგისტრაციო სამსახური ფუნქცია 5. ევაკუაცია ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისსხვადასხვა სამსახურები, საგანგებო სიტუაციების ხასიათისა და სპეციფიკურობის მიხედვით ტერიტორიული ორგანოები; გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრგულ საქმეთა სამსახური; სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახური; შსს ხონის რაიონული სამმართველო; ა.ი.პ. ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ჩემი ოჯახის კლინიკა - ხონის რაიონული საავადმყოფო; ,,ჯეო ჰოსპიტალი“ ხონის ამბულატორიული ცანტრი; შ.პ.ს. ,,ხონი ექსპრესი“ მოხალისეები; ს.ს. ,, ენერგო პროჯორჯია“-ს ხონის მომსახურეობის სერვის ცენტრი; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთის რეგიონალური სამმართველო; მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; საბიბლიოთეკო ქსელი; ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი; ტელეკომპანია ,,მეგა-TV”; სამოქალაქო რეესტრის ხონის სარეგისტრაციო სამსახური. ფუნქცია 6. მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე მოსალოდნელი ეპიზოოტიის და პანდემიის პრევენციული ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; სსიპ. სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთის რეგიონალური სამმართველო ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური; ტერიტორიული ორგანოები; ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ხონის სატყეო უბანი; შსს ხონის  რაიონული სამმართველო; შ.პ.ს. ,,ხონი ექსპრესი“ ფუნქცია 7. საგზაო-საინჟინრო უზრუნველყოფა ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური შ.პ.ს. ,,ხონი ექსპრესი“; ტერიტორიული ორგანოები; ა.ი.პ  ხონის ,,კომუნალური სერვის-ცენტრი“; კერძო სექტორი; მოხალისეები(მათი არსებობის შემთხვევაში); ს.ს. ,,ენერგო პროჯორჯია“-ს ხონის  მომსახურეობის სერვის-ცენტრი; შ.პ.ს. ,,სამტრედია-გაზი“; შ.პ.ს.  ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ხონის სერვის-ცენტრი ფუნქცია 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილობრივ დონეზე, მატერიალურ-ტექნიკური საჭირო რესურსების განსაზღვრა და ორგანიზება ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო  სამსახური ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური; ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური; ს.ს. ,,სილქნეტი“-ს ხონის სერვის-ცენტრი; შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტი“-ს ხონის  საფოსტო სერვის-ცენტრი; შ.ს.ს. ხონის რაიონული სამმართველო ფუნქცია 9. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა შსს ხონის რაიონული სამმართველო; შსს დაცვის სამსახური; შ.პ.ს. ,,UNITED SECURITY“