⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.11.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 03.11.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,086 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2013 მიღება
03.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2013 წლის 7 ნოემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის №15 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“; მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.     მუხლი 2🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი სტატუსი 1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.  2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.     მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 4🔗. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.     მუხლი 5🔗. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის პირველი ივლისის №518 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესებით“.     მუხლი 6🔗. გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები 1. გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამდებობათა დასახელებები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამის სარგოებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო.      მუხლი 7🔗. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი 1. გამგეობას აქვს სახელმწიფო გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი. 2. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტუქტურული ერთეულებისათვის შეიძლება დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკიც, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით). მუხლი 8🔗. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი 1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დროშა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში და სხდომისათვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება მცირე სახელმწიფო გერბი და ადგილობრივი თვოთმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 31.05.2010 წლის №363 ბრძანებულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის“ და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 9🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია დაბა ასპინძა, თამარის ქ. №3. თავი II გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები     მუხლი 10🔗. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები 1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი. 3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი; ბ) გამგებლის მოადგილე; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. 4. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგეობის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით.     მუხლი 11🔗. საკრებულოს თავმჯდომარე 1. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და გამგეობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე: ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს; ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს; გ) ამტკიცებს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; საკრებულოში წარადგენს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ან თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების შეტანის თაობაზე; დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ე) აცხადებს კონკურსს გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად; ვ) გამგებლის წარდგინებით აცხადებს კონკურსს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად; ზ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს; თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას; ი) ყოველწლიურად (არაუგვიანეს 1 თებერვლისა), აგრეთვე საკრებულოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში, საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ; კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ; ლ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას; მ) კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; ნ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ო) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად; პ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად; ჟ) საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ გამგებლის მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამგებლის წინადადებით, იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ; ს) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით; უ) ახდენს გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას; ფ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას; ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს; ღ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ყ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს; გამგებლის მიერ მომზადებული წინადადებების შესაბამისად, აძლევს მას თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელების თაობაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას; შ) საკრებულოში განსახილველად წარადგენს გამგებლის მიერ მომზადებულ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, აგრეთვე ამ იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ჩ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ც) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ძ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით, თვითმმართველი ერთეულის სახელით დებს შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს; საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; წ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით). 3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).     მუხლი 12🔗. გამგებელი 1. გამგებელი  არის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც უძღვება გამგეობის საქმიანობას. 2. გამგებელს, მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგებელი თანამდებობაზე ინიშნება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად განისაზღვრება ამ დებულებით. 3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს: ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს; ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ; ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს; ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით; ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს; ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს; ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს; ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს; ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის; ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას; გ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი; დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს; ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას; ვ) საკრებულოს თავმდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი; ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტებს; თ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს; საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თანხმობის მიცემის თაობაზე იმ სამუშაოთა განხორციელებათან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას; ი) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას; კ) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად; ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით: ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულების 26-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და, ამ დებულების 34-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს; ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან; ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის თათბირებს; ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალური დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას; ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს; მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის  მოადგილე. 5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. 6. გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წინაშე.     მუხლი 13🔗. გამგებლის მოადგილეები 1. გამგებელს ჰყავს ერთი მოადგილე, გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 2. გამგებლის მოადგილე კურატორობს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 3. გამგებლის მოადგილე გამგებლის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თავი III გამგეობის სტრუქტურა     მუხლი 14🔗. გამგეობის სტრუქტურა 1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოებისაგან. 2. სტრუქტურული ერთეული იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად. სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სამსახურის დებულების პროექტს შეიმუშავებს გამგებელი. 3. სტრუქტურული ერთეული, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად. 4. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 15🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურები 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების პროექტებს. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური რომელიც მოიცავს; ა.ა. მოქალაქეთა მომსახურების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას; ა.ბ. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას. ბ) იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს: ბ.ა) საკრებულოს მომსახურების განყოფილ;ებას გ) სოციალური და ეკონომიკური განვითარების  სამსახური რომელიც მოიცავს; გ.ა. ეკონომიკის, ქონების მართვის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილებას; გ.ბ. საბიუჯეტო საფინანსო დაგეგმვის საბუღალტრო აღრიცხვის და ზედამხედველობის განყოფილებას; გ.გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას; გ.დ) კულტურის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილებას; გ.ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილებას; დ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური რომელიც მოიცავს; დ.ა) სამაშველო განყოფილებას: ე) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახური, რომელიც მოიცავს; ე.ა) რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილებას. მუხლი 16🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 1. ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის საკითხების, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 2. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის და საკრებულოს სამართლებრივ მომსახურება, გამგეობისა და საკრებულოს ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში. აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვა; საკრებულოს და გამგეობის იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება, გამგეობაში და საკრებულოში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათ ვიზირება. 3. სოციალური და ეკონომიკური განვითარების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა, მიწათსარგებლობისა  და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, მათი შესრულების ანალიზის, მონიტორინგის და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა;  ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება;  გ)  მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად ელექტრონული ტენდერების შესახებ განცხადებების მომზადება-გამოქვეყნება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, შესყიდვების მომზადება და განხორციელება; დ) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვა, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუნიციპალიტეტის  კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების უზრუნველყოფა; ე) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. 4. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილება, ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება. 5. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, მობილიზაციასთან და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 17🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ასპინძის თემის და სოფელ ოთის ტერიტორიული ორგანო ((სამოქმედო ტერიტორია -(დაბა ასპინძა, სოფელი ოთა და სოფელი ივერია)); ბ) იდუმალის თემის და სოფელ რუსთავის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: იდუმალა, ოშორა და რუსთავი); გ) სოფელ დამალის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფ. დამალა); დ) ტოლოშის თემის და სოფელ აწყვიტის  ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტოლოში, აწყვიტა,  ხერთვისი,  გელსუნდა)); ე) ხიზაბავრის თემის და ვარგავის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – (სოფლები: სოფლები: ხიზაბავრა სარო, ნიჯგორი, ვარგავი და თოკი)); ვ) ნაქალაქევის თემის  ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –სოფლები: ნაქალაქევი, ფია, თმოგვი, მირაშხანი, ვარძია); ზ) ძველის  თემის და ორგორის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –(სოფლები: ძველი, ჭობარეთი, ორგორა და სახუდაბელი); 3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავას ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 18🔗. გამგეობის რეორგანიზაცია 1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში. 2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა; ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს; დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი. 3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით: ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ; ბ) ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მომზადება, თუ რეორგანიზაცია შეეხება ტერიტორიული ორგანოს ფუნქციურ ცვლილებებს; გ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის და/ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებას; დ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება; ე) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება; ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები; ზ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.     მუხლი 19🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება რომელიმე სხვა სტრუქტურულ ერთეულს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სტრუქრურული ერთეულის სახელწოდებას – აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების (ცვლილებებისა და დამატებების) შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები; ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს; გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა; დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი. 3. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაციაზე ვრცელდება ამ დებულების მე-19 მუხლის შესაბამისი ნორმები. თავი IV გამგეობის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 20🔗. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა 1. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი თანამდებობისათვის განისაზღვრება სათანადო სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა. 2. სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით) განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები. 3. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა გამგეობის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. 4. გამგებლის და ასევე გამგეობის სხვა მოხელეების  სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.  მუხლი 21🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 22🔗.  გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  სამსახურის განყოფილების უფროსი 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; ი) დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 23🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – გამგეობის რწმუნებულს (შემდგომ – რწმუნებული) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.  2. რწმუნებული: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე)  აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და  მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას; თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. თავი V გამგებლის და გამგეობის სხვა მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა     მუხლი 24🔗.  ვაკანსიის გახსნა 1. გამგეობის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა: ა) გამგეობის საშტატო ნუსხაში ახლი საშტატო თანამდებობის დამტკიცების მომდევნო დღიდან; ბ) გამგეობის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე. 2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არაუგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში. 3. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება შესაბამისად დაეკისრება: ა) გამგებლის ვაკანსიის შემთხვევაში – გამგებლის მოადგილეს, ხოლო თუ გამგებლის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს; ბ) სტრუქტურული ერთეულის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით, სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს; გ) გამგეობის რწმუნებულის ვაკანსიის შემთხვევაში – გამგებლის მიერ დანიშნულ რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ან გამგებლის გადაწყვეტილებით – ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთ მოხელეს; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ტერიტორიული ორგანოს)   უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – მუნიციპალური სამსახურის უფროსის (გამგეობის რწმუნებულის) წარდგინებით და გამგებლის გადაწყვეტილებით – ერთ-ერთ მოხელეს.    მუხლი 25🔗. გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი 1. გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლებით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. გამგეობის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით. 3. გადაწყვეტილებას გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა გამგებლის ვაკანსიისა) კონკურსის გამოცხადების ან ვაკანსიის უკონკურსოდ შევსების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე, ვაკანსიის გახსნიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში იღებს გამგებელი. 4. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში უნდა წარადგინოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტები.     მუხლი 26🔗. გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით: ა) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; ბ) სამსახურებრივი გადაყვანისას;     მუხლი 27🔗. სამსახურებრივი დაწინაურება 1. გამგეობაში გახსნილი ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი არ ცხადდება, თუ გამგებელი წარმოადგენს დასაწინაურებელ მოხელეს. 2. გამგეობის მოხელე საკუთარი წერილობითი თანხმობით დაწინაურდება გამგეობაში გახსნილ ვაკანსიაზე, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) წარმატებით აიმაღლა კვალიფიკაცია და ატესტაციის შედეგების თანახმად, აკმაყოფილებს უფრო მაღალი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში დაკავებულ თანამდებობაზე მისი საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას. 3. მოხელე არ შეიძლება დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე თუ დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს ზემდგომი ხელმძღვანელისაგან უარყოფითი შეფასება. 4. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე დაინიშნება ის მოხელე, რომელსაც ატესტაციის შედეგებით ან დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას მიღებული აქვს უფრო მაღალი შეფასება.     მუხლი 28🔗. სამსახურებრივი გადაყვანა 1. სამსახურებრივ გადაყვანად მიიჩნევა მოხელის დანიშვნა იმავე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე. 2. გამგეობაში გახნილი ვაკანსია გამგებლის გადაწყვეტილებით შეიძლება შევსებულ იქნეს სამსახურებრივი გადაყვანის შედეგად, თუ არ არსებობს ამ ვაკანსიის თანამდებობრივი დაწინაურებით დაკავების საფუძველი. 3. უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანა (სამსახურებრივი დაქვეითება) დაიშვება გამგებლის გადაწყვეტილებით, თუ: ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნით მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; ბ) მოხელე დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობისას რეგულარულად იმსახურებს დაბალ შეფასებას.     მუხლი 29🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება გამგეობაში სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 88-92-ე მუხლებით.    თავი VI გამგეობის ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება მუხლი 30🔗. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები 1. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე: ა) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) გამგებლის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება; გ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და აღსრულება; დ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება; ვ) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება. 2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. 4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად ხორციელდება შემდეგ საკითხებზე: ა) საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტების მომზადება; გ) მშენებლობის ნებართვების გაცემა; დ) მუნიციპალური ქონების განკარგვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, გამგეობაში ყველა სხვა საკითხზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. 6. საბიუჯეტო ნორმატიული აქტების მომზადების, ინიციირების, მიღების, აღსრულებისა და ანგარიშგების წესი და პროცედურები განისაზღვრება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად. 7. მუნიციპალური შესყიდვების საკითხებზე სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, აღსრულების და ანგარიშგების წესი და პროცედურები განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 8. სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტების მომზადების, ინიციირების, მიღების და აღსრულების წესი და პროცედურები განისაზღვრება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 31🔗. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) გამგეობის ვალდებულება, შეიმუშავოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) გამგეობის ვალდებულება, უზრუნველყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის აღსრულება; გ) გამგებლის ვალდებულება, გამოსცეს ბრძანება; დ) გამგეობის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ე) დაინტერესებული პირის განცხადება; ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.   მუხლი 32🔗. ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის მოსამზადებლად 1. გადაწყვეტილებას საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის მოსამზადებლად გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. გამგეობის სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. 3. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის მოსამზადებლად გამგეობაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას. 4. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მოსამზადებლად გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს გამგებლისადმი წერილობითი დავალების სახით. 5. საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გამგეობაში უნდა მომზადდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით. 6. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის მოსამზადებლად გამგეობაში დაწყებული წარმოება დასრულებამდე შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 7. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის მოსამზადებლად გამგეობაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულებულად მიიჩნევა შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტის ინიციირების ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების გამოცემისთანავე.  მუხლი 33🔗. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის 1. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალური სამსახურის უფროსისადმი ან/და რწმუნებულისადმი წერილობითი დავალების სახით. 3. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დასრულებამდე შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება შესაბამისი აქტის აღსრულებისთანავე. მუხლი 34🔗. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება გამგებლის ბრძანების გამოსაცემად 1. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების (გარდა მოხელის საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლებისა), აგრეთვე გამგეობის საჯარო მოსამსახურესთან შრომითი ხელშეკრულების დადება-გაუქმების საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება გამგეობაში დაიწყება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსისადმი გამგებლის წერილობითი დავალების საფუძველზე. 2. გამგეობის საჯარო მოსამსახურის ინიციატივით სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის) საკითხებზე გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება საჯარო მოხელის შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის საფუძველზე. 3. გამგებლის ბრძანების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოება დასრულებამდე შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს გამგებლის წერილობითი დავალებით ან გამგეობის საჯარო მოსამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ საკითხი შეეხება საკუთარი ინიციატივით სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). 4. ადმინისტრაციული წარმოება დასრულებულია გამგებლის ბრძანების გამოცემისთანავე. მუხლი 35🔗. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები 1. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; ბ) გამგებლის ბრძანება. მუხლი 36🔗. გამგეობის შინაგანაწესი 1. გამგეობის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი; ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები; თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. 2. გამგეობის შინაგანაწესს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგებელი. 4. გამგებელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი, აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.  მუხლი 37🔗. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა გამგეობის საქმიანობაში 1. გამგეობაში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია: ა) გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა გამგეობის საქმიანობის შესახებ; გ) მოქალაქეთა მონაწილეობა გამგეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა. 2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფოსი. 3. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს: ა) ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ; ბ) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ; გ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ე) სხვა საჯარო ინფორმაცია. თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 38🔗. გამგეობის რეორგანიზაცია 1. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით განხორციელდეს გამგეობის რეორგანიზაცია. 2. გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებამდე გამგეობის მოქმედმა სამსახურებმა საქმიანობა განახორციელონ რეორგანიზაციის რეჟიმში. მუხლი 39🔗. დებულების ძალაში შესვლა  დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.