📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 03.11.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 890 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2013 მიღება
03.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2013 წლის 7 ნოემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის №16 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და საკადრო მუშაობის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულება   მუხლი 1🔗. ადმინისტარციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური 1. ადმინისტარციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, გამგებლისა და მუნიციპალური სამსახურების  საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თანამდებობრივი სარგოები საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის საშტატო განრიგი შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისა და დამხმარე მოსამსახურისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მოქალაქეთა მომსახურების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების 21-ე მუხლისა და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან საჯარო მოხელე. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების (ქვედანაყოფის) უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით, ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, გამგებლისა და მუნიციპალური სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების უზრუნველყოფას, კერძოდ:  ა) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში:  – გამგეობის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში: – მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობის უზრუნველყოფას; ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას; – მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირის უზრუნველყოფას; – საჯარო მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; – გამგეობის სამუშაო თათბირების, დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას; – გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას; – საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; – სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ  მომსახურებას. დ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში: – მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; – მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს; – მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; – გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმებისა და სამუშაოთა აღწერილობის მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; – საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; – მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; – მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, გადამზადებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას, საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; – საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; – შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას; – აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; –    მოსამსახურეთა შვებულებებში გასვლის გრაფიკის შედგენას; – დისციპლინური გადაცდომების შესახებ საკითხის განხილვას, დისციპლინური ზომების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას; – მოსამსახურეთათვის კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; – საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას, კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე კონტროლს; – მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას. ე) საქმისწარმოების საკითხებში:  – სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურებისა) და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;  – მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებისა და ადრესატისათვის გადაგზავნის, გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;  – მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ; ადმინიტრაციული წარმოების დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვას; საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და  დოკუმენტთა ბრუნვას, საქმეთა ნომერკლატურის შედგენას და არქივირებას; – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობას, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის დაცვით; – საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადოდ გამოყენებას; – მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობასა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.  2. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. დებულების ძალაში შესვლა დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.