ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 03.11.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.11.2014
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2013 წლის 7 ნოემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების
შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის №17 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, 2011 წლის 22 ივლისის №18 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, 2011 წლის 22 ივლისის №19 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ და 2011 წლის 31 მარტის №10 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახური
1. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების, მიწათმოწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვასა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო დაგეგმვას, ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენების კონტროლსა და ზედამხედველობას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადება- გამოქვეყნებას და სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას.
ასევე, ახორციელებს კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას. უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები საკრებულოს მიერ.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან-განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკის, ქონების მართვის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება:
ბ) საბიუჯეტო-საფინანსო დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვის, ზედამხედველობის და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
გ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება;
დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მოხელე.
4. სამსახურის განყოფილება (ქვედანაყოფი) შედგება განყოფილების (ქვედანაყოფის) უფროსისა და განყოფილების (ქვედანაყოფის) მოხელეებისაგან.
5. განყოფილების (ქვედანაყოფის) საქმიანობას წარმართავს განყოფილების (ქვედანაყოფის) უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების (ქვედანაყოფის) უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს განყოფილების (ქვედანაყოფის) ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების (ქვედანაყოფის) მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების, მიწათმოწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას, კერძოდ:
ა) მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში:
– მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას;
– მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას, მის დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლს, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას;
– მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
– რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
– სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება - გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას;
– რეკომენდაციების შემუშავებას წილობრივი მონაწილებით დაფუძნებული საწარმოების მართვის, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
– გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, ქონების განკარგვების პროგრამების, პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას;
– ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციების შემუშავებას, სადაო საკითხების მოგვარებაში ჩართვას.
ბ) ეკონომიკის განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში:
- ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;
- ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
- ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
- ახდენს სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზს;
- ახდენს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
გ) არქმშენინსპექციისა და სახარჯთაღრიცხვო მუშაობის საკითხებში:
– უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;
– დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
– ქალაქმშენებლობითი კადასტრის შედგენას და წარმოებას;
– საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება-განხილვასა და შეთანხმებას, მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას;
– სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებას;
– არასატენდერო მოცულობის მქონე ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შედგენას.
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფის საკითხებში:
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარეგანათების, სანიაღვრე მეურნეობის, კომუნიკაციების რეაბილიტაციისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების პროცესის მართვას;
– მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
– წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე.
– საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების, მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას;
– დასახლებებში წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების ხელშეწყობას.
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და საქმისწარმოების ორგანიზების საკითხებში:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირებას;
– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებას, წარმოებას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების მომარაგების, გადაცემისა და დავების წესების მკაცრად დაცვას;
მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და შუამდგომლობის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განხილვას, მოქალაქეთა პირად მიღებას;
– დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებასა და ზემდგომი პირების შექმნილ ვითარებაზე ოპერატიულ ინფორმირებას.
ვ) მიწათმოწყობის საკითხებში:
– მუნიციპალური მიწათსარგებლობის დაგეგმვას, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას, მიწის გამოყენების კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვას;
– მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
– მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საკითხის რეგულირებას;
– მიწის რესურსების მდგომარეობისა და მათი გამოყენების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს;
– საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ნუსხის მომზადებას;
– მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გარიგებებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნას.
ზ) ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის დარგის მართვის საკითხებში:
– მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის მართვის პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების პროცესების მართვას;
– ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების პროექტის შემუშავებას, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას;
– გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგებას, სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;
– ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა ჩაშვება-გაფრქვევის გამწმენდი ნაგებობების, დანადგარებისა და აპარატების ექსპლუატაციაზე კონტროლს;
– ბუნებრივი რესურსების მდგომარეობისა და ხარისხის შეფასების აღრიცხვას;
– სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
– სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მინერალური სასუქების, პესტიციდებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების, წყლის, ჰაერის, მიწის დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;
– სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისაგან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ (მეცხოველეობა, მემცენარეობა, მებაღეობა, მეთევზეობა და ა.შ.).
თ) საბიუჯეტო საფინანსო დაგეგმვის საბუღალტრო აღრიცხვის, ზედამხედველობის და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება:
– წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ, წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება- გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
– მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
– მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
– წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
– ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
– მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;
– მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
– საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
საფინანსო ზედამხედველობის ხაზით:
– ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
– საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე: მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას, ხარჯვების მიზნობრიობას, ეკონომიკურ მიზანშეწონილობას, ეფექტურობის ანალიზს და დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
– ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;
– მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო ბუღალტრულ აღრიცხვას; ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას;
– საფინანსო ოპერაციების წარმოებას, საბანკო ანგარიშების მართვას, აღებული და გაცემული თანხების მართვას;
– მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;
– მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინები ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;
– ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;
– ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშების და კვარტალური ბალანსების მიღებას, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას;
– ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას,
სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
– მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულებების შემუშავების შესახებ ანგარიშის მომზადებას.
ი) კულტურისა და ხელოვნების განვითარების საკითხებში:
– კულტურისა და ხელოვნების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
– მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლებისა და კულტურის სხვა დაწესებულებათა მართვას;
– ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
– მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას;
– სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
– მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას.
კ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას, წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე, კერძოდ:
– ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
– საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
– ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
– სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
– სოციალური დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
– ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
– ამ სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
– დარგის მუნიციპალურ ობიექტთა მართვას;
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
– მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება
1. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. დებულების ძალაში შესვლა
დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.