ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 03.11.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2013 წლის 7 ნოემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და
სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების
შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №6 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა
და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗
1. ასპინძის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია დ. ასპინძა, ვარძიის ქ. №28.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის ხარჯზე.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;
გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია
1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
3. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა;
5. სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრებული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
6. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზება;
7. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება;
8. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
9. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;
10. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში;
ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით;
ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას;
მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ;
ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;
ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;
პ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა და თანამდებობები
1. სამსახური მოიცავს სამაშველო განყოფილებას, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა;
ბ) უფროსი სპეციალისტი – ხანძარსაწინააღმდეგო პირობების ზედამხედველობის დარგში;
გ) უფროსი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში;
დ) უფროსი სპეციალისტი – ათმეთაურები;
ე) უფროსი სპეციალისტი – უფროსი მძღოლი;
ვ) სპეციალისტი – მძღოლები
;
ზ) სპეციალისტი – მეხანძრე მაშველები.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება დებულებით „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად.
4. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. დებულების ძალაში შესვლა
დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.