⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.08.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2013
ძალის დაკარგვა 08.08.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 801 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2013 მიღება
08.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2013 წლის 7 ნოემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ტერიტორიული ორგანოების  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №14 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას. მუხლი 2🔗 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას და მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპის დაცვით. მუხლი 3🔗 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები საქმიანობას წარმართავენ საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად. 2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები და მისი თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗 გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. თავი II გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებანი მუხლი 5🔗 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ბ) წარმართავს გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად: ბ.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს; ბ.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ბ.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ბ.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას; ბ.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;  4. რწმუნებული თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დაადასტუროს შემდეგი სახის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები: ა)  სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ცხოვრების ფაქტის დადასტურება (მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით); ბ) საპრივატიზაციო საცხოვრებელ ფართში ცხოვრების ფაქტის დადასტურება;  გ) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი; ე) სამოქმედო ტერიტორიაზე მაცხოვრებლების აქტი – დახასიათება; ვ) საკრებულოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დავალების საფუძველზე, ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა. შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში; ზ) ფიზიკური და იურიდიული პირის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის ფაქტის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებების მოკვლევის შემთხვევაში, მტკიცებულების არ არსებობისას უარი ფიქსირდება წერილობით; თ) უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში – მტკიცებულებების არსებობისას ქონების დაუფლების და განკარგვის ფაქტის დადასტურება. 5. გამგეობის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო. 6. გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 7. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 8. გამგეობის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე. თავი III გამგეობის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურა მუხლი 6🔗 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ასპინძის თემის და სოფელ ოთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია -დაბა ასპინძა, სოფელი ოთა და სოფელი ივერია); ბ) იდუმალის თემის და სოფელ რუსთავის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: იდუმალა, ოშორა და რუსთავი); გ) სოფელ დამალის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფ. დამალა); დ) ტოლოშის თემის და სოფელ აწყვიტის  ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტოლოში, აწყვიტა,  ხერთვისი,  გელსუნდა)); ე) ხიზაბავრის თემის და ვარგავის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – (სოფლები: სოფლები: ხიზაბავრა სარო, ნიჯგორი, ვარგავი და თოკი)); ვ) ნაქალაქევის თემის  ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაქალაქევი, ფია, თმოგვი, მირაშხანი, ვარძია); ზ) ძველის  თემის და ორგორის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –(სოფლები: ძველი, ჭობარეთი, ორგორა და სახუდაბელი). 3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. თავი IV გამგეობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ორგანიზება მუხლი 7🔗 1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული საქმიანობა განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. 2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. დებულების ძალაში შესვლა  დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.