საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5906
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.001.003.147
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 26/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი საქართველოს კანონი 18.12.2009
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 18.12.2009
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი საქართველოს კანონი „„საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი"
დოკუმენტის ტექსტი
საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:13.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი
საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ
მუხლი 1🔗. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის, განვითარება, საქართველოს ფინანსური სისტემის ინტეგრაცია მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, მისი თავსებადობა მსოფლიო ფინანსური სისტემის რეგულირებასთან და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რომლის მისაღწევად საქართველოს ფინანსურ სისტემაში უნდა დამკვიდრდეს თანამედროვე ტექნოლოგიები და საერთაშორისო სტანდარტები; ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს პროფიციტით; უნდა შეიქმნას სპეციალური საბიუჯეტო ფონდები მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისათვის; საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს ეტაპობრივად; უნდა გაიზარდოს საფინანსო სექტორის გამჭირვალობა და მოიხსნას ხელოვნური შეზღუდვები; ფინანსური ინსტიტუტებისათვის უნდა დაწესდეს შესაბამისი მოქნილი საგადასახადო რეჟიმი; ხელი უნდა შეეწყოს კოლექტიური დაგროვების სქემების (მათ შორის, საპენსიო სქემების) განვითარებას; უნდა გამარტივდეს კომპანიების რეგისტრაცია და ამაღლდეს პარტნიორთა ნების გამოვლენის ხარისხი.
მუხლი 2🔗. კანონის რეგულირების სფერო
ამ კანონის საფუძველზე ხორციელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საბაჟო კოდექსში, „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში და „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული შესაბამისი ურთიერთობების რეგულირება.
მუხლი 3🔗. განვითარებული ქვეყნების საფინანსო ზედამხედველობისა და რეგულირების აღიარება
1. ფინანსური ინსტიტუტები უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ სათანადო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ ბანკს უგზავნის შეტყობინებას საქართველოში საქმიანობის დაწყების შესახებ. ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში საქმიანობის დაწყების სხვა რეჟიმი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. აღიარებულ საფონდო ბირჟებზე (რომლებიც განისაზღვრება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟებზე ემისია ან/და განთავსება ხორციელდება საქართველოს შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი რეგულირების გარეშე.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1683-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.166
მუხლი 4🔗. სპეციალური საგადასახადო რეჟიმი საქართველოში საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის
1. გლობალური ფინანსური ცენტრისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
2. სამეწარმეო იურიდიულ პირს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი ენიჭება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ასეთი კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს მისი საერთო შემოსავლების 10%-ს.
3. გადასახადისაგან თავისუფლდება შემდეგი სახის შემოსავალი ან/და მოგება:
ა) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ მიღებული მოგება;
ბ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
გ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან/წილიდან დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;
დ) ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
ე) საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, თუ, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, ასეთი ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%-ს;
ვ) საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული დივიდენდები ან/და პროცენტები, თუ საფონდო ბირჟის ინფორმაციით თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%-ს;
ზ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე, აგრეთვე არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
თ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს.
4. საშემოსავლო გადასახადი ეტაპობრივად შემცირდება 15%-მდე.
5. საშემოსავლო გადასახადის კლების შესაბამისად დივიდენდის ან/და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე გადასახადი შემცირდება მის განულებამდე.
მუხლი 5🔗. პროფიციტული ბიუჯეტი, მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდები, მონეტარული პოლიტიკა
1. საჯარო ფინანსების მართვა ეფუძნება:
ა) საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კლასიფიკატორის დანერგვას;
ბ) საჯარო ფინანსების მართვის კლასიფიკატორის შესაბამისად შექმნილ პროფიციტულ ბიუჯეტს.
2. საბიუჯეტო პროფიციტი და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიმართული იქნება მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში, რომლებიც მოხმარდება „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიზნებს.
მუხლი 6🔗. საფინანსო სექტორის გამჭვირვალობა
საფინანსო სექტორის რეგულირება დაფუძნებულია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებაზე და ბუღალტერთა/აუდიტორთა პროფესიულ თვითრეგულირებაზე, რაც ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) გლობალური ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბების, მისი ეფექტიანი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის ღონისძიებების გაძლიერებაზე;
გ) საბანკო ინსტიტუტების მაკონტროლებელი პირებისა (უშუალო მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების) და ადმინისტრატორებისათვის დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისი კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე.
მუხლი 7🔗. ფინანსური ინსტიტუტებისათვის რეგულირების გამარტივება
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულირებადი მონაწილეების მიმართ შეიძლება დადგინდეს გამარტივებული მოთხოვნები, სალიცენზიო პირობები და შეიზღუდოს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები ზედამხედველობასთან დაკავშირებით, გარდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით განხორციელებული ზედამხედველობისა.
2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტები ემსახურებიან მხოლოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს და მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირებს.
3. საერთაშორისო ფინანსური კომპანიები საქართველოში მომსახურებას უწევენ მხოლოდ მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირებს და საქართველოში მოქმედ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს.
4. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის ერთი დირექტორი მაინც უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი.
5. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის შეიძლება დადგინდეს გამარტივებული ან შეცვლილი სალიცენზიო პირობები, განსხვავებული მინიმალური კაპიტალის ან კაპიტალთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები და გავრცელდეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის დადგენილი უფლებები ან/და შეზღუდვები.
6. საერთაშორისო ფინანსური კომპანიები საქართველოს ეროვნული ბანკის შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ:
ა) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის შემოწმების მიზნით;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულების შესამოწმებლად.
7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაშვებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიის რეგისტრაცია და საქმიანობა.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1683-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.166
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 7 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს საფინანსო კოდექსის პროექტის მომზადება და მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. საქართველოს საფინანსო კოდექსი გააერთიანებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ურთიერთობებს და სხვა ურთიერთობებს, რომლებიც თავისი შინაარსით დაკავშირებულია ამ კანონების ან ამ კანონის რეგულირების საგანთან.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმების შესრულების კონკრეტული გეგმის შედგენა წლების მიხედვით.
3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 9🔗. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5906–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1683-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.166
2. ძალადაკარგულია-საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440-სსმI, №47, 28.12.2009წ., მუხ.361