საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.11.2013
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №286
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,154 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2013 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ გიორგაძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №286 2013 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა  და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად); ბ) სპეციალობით მუშაობის (სისხლის სამართლის მიმართულებით) არანაკლებ 5-წლიანი  გამოცდილება; გ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; დ) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის მომზადების ცოდნა; ე) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ვ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა; ზ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; თ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ი) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა (,,საკანონმდებლო მაცნე ”Codex ”); კ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად. 2. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; ე) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ)„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-3 თავი); ი) ,,პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი; ლ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; მ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანება; ო) პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება; პ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ჟ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია. მუხლი 2🔗 1. საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს და დასავლეთ სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად); ბ) სპეციალობით მუშაობის (სისხლის სამართლის მიმართულებით) არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; დ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად; ე) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის მომზადების ცოდნა; ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ი) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; კ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა (,,საკანონმდებლო მაცნე ”Codex ”). 2. საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს და დასავლეთ სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; ე) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ)„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-3 თავი); ი) ,,პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი; ლ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; მ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანება; ო) პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება; პ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ჟ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია. მუხლი 3🔗 1.  საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს და დასავლეთ სამმართველოს გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის  ხარისხი); ბ) სპეციალობით მუშაობის, არანაკლებ 2-წლიანი  მათ შორის გამომძიებლად მუშაობის გამოცდილება; გ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა; დ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ე) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის მომზადების ცოდნა; ვ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა (,,საკანონმდებლო მაცნე ”Codex ”); ზ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; თ) ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მიღებული მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად. 2. საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს და დასავლეთ სამმართველოს გამომძიებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) პატიმრობის კოდექსი; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; ე) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ)„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონი; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-3 თავი); ი) ,,პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი; ლ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; მ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანება; ო) პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება; პ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ჟ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია. მუხლი 4🔗 1. საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს და დასავლეთ სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  იურიდიული განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების საფუძვლიანი  ცოდნა; დ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ე) საქმისწარმოების წესების ცოდნა; ვ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა (,,საკანონმდებლო მაცნე ”Codex ”); ზ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა. 2. საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს და დასავლეთ სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-3 თავი; დ) ,,პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანება; ი) პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება.