თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.11.2013
ძალის დაკარგვა 19.09.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №228
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 624 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2013 მიღება
19.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ                         თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №228 2013 წლის 8 ნოემბერი ქ. ქუთაისი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად. (დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატის თანამდებობათა დასაკავებლად. მუხლი 3🔗 ატესტაციისას საჯარო მოსამსახურეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი დანართი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 საერთო მოთხოვნები 1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს: ა) უმაღლეს, საშუალო განათლებას, სამუშაო გამოცდილებას; ბ) ელექტრონული საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, საქმისწარმოებას /დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა/; გ) ქართულ ენაზე, გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას; ე) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს. 2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების მინიმალური ან ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი /I, II, III, IV, VII თავები/; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) საკრებულოს დებულება; ზ) საკრებულოს აპარატის დებულება. მუხლი 2🔗 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურისათვის: დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპენტენციებს: ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები; გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები. მუხლი 3🔗 მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის. 2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. მუხლი 4🔗 მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის, ზოგადი უნარების სფეროში: 1. საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად /თანამდებობის შესაბამისად/ სავალდებულოა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. 2. ზოგადი უნარების სფეროში საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. მუხლი 5🔗 სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში: 1. საკრებულოს აპარატის უფროსს, აპარატის სამსახურების უფროსებსა და მოადგილეებს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ:      უმაღლესი განათლება, მაგისტრი /მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  საჯარო სამსახურში მუშაობის ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. სასურველია უცხო ენების ცოდნა. 2. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება მაგისტრი /მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/; ბ) კერძო ან საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Windows 7, Microsoft Office Word, Internet Explorer, Mozilla Firefox, Microsoft Office Power Point/ ცოდნა. 3. წამყვან სპეციალისტს და სპეციალისტს მოეთხოვება: ა) საშუალო/უმაღლესი განათლება; ბ) კერძო ან საჯარო სექტორში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Office Excel/ ცოდნა. მუხლი 6🔗 საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსს, მოადგილესა და მთავარ სპეციალისტს გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვებათ შემდეგი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა: ა/ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ/ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; გ/ სამოქალაქო კანონმდებლობა; დ/ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი"; ე/ საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ"; ვ/ საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"; ზ/ საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ"; თ/ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო, ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 7🔗 საკრებულოს აპარატის სამდივნო სამსახურის უფროსს, მოდგილეებსა და მთავარ სპეციალისტს გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვებათ „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების სრულყოფილი ცოდნა.