ქუთაისის საქალაქო სასამართლო - განჩინება მოვალე შპს "სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო"-ს გაკოტრების წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე 1254 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2013 წლის 5 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე
განმცხადებელი – მოვალე შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი245430831)
წარმომადგენელი – ზვიად კონცელიძე (დირექტორი)
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’დირექტორმა ზვიად კონცელიძემ და ითხოვა შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს17787,08ლარს. საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება და არ გააჩნია მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. არსებულ კრედიტორულ დავალიანებათა შორის1077,08ლარი წარმოადგენს საგადასახადო (საბიუჯეტო) დავალიანებას, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ საგადასახადო დავალიანებას, კომპანიისადმი სხვა პირთა ვალები, ასევე ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულება შეადგენს162ლარს, სხვა ქონება მოვალეს არ გააჩნია. ამ გარემოებებზე მითითებით დირექტორი ზვიად კონცელიძე ითხოვს შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 1 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო’’უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო ასპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო’’(ს/ნ 245430831) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს„სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე