გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 08.11.2013
ძალის დაკარგვა 27.11.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.11.2014
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2013 წლის 8 ნოემბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართის შესაბამისად).
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
1.
აპარატის მთავარი სპეციალისტი - 1 ვაკანსია
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული ენის ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება;
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პრეზენტაციის უნარი.
პროფესიული ტესტებისთვის სავალდებულო საკანონმდებლო მასალა:
ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).
2.
აპარატის წამყვანი სპეციალისტი - 2 ვაკანსია
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული ენის ცოდნა;
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.