2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტების, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წესის და პირობების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 08.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №290
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.017457
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტების, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წესის და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №290
2013 წლის 8 ნოემბერი
ქ.თბილისი
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტების, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წესის და პირობების განსაზღვრის თაობაზე
„სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 სექტემბრის №866 ბრძანებულების მე-2 პუნქტისა და ,,2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №66 დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტების, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვროს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტების, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს წესი და პირობები (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტების, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების (შემდგომში - დაფინანსება) წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. დაფინანსების ოდენობა და პირობები
1. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტების, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსა-ხური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისათვის გამოიყოფა 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი.
2. ამ წესის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, 2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, ამ წესის ფარგლებში შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო სასწავლო გრანტის პირობით მინიჭებაზე უფლებამოსილი სტუდენტი
ამ წესის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის პირობით მინიჭებაზე უფლებამოსილი არის სტუდენტი, რომელმაც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხა ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012 წლის საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღო ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლო სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო სასწავლო გრანტის პირობით მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტების სიას აწვდის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიით წარმოდგენილი სტუდენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიით წარმოდგენილი სტუდენტების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის პირობით მინიჭების თაობაზე.
4. მინისტრი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის პირობით მინიჭების თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების უფლება
1. სტუდენტს ამ წესის ფარგლებში პირობით მინიჭებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების უფლებამოსილება წარმოეშობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში თორმეტ თვიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის სრულად გავლისა და სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემდგომ.
2. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნაწილი ბათილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურის 12 თვიანი ვადა მის ამოწურვამდე შეწყდება სტუდენტის მიერ ან სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სტუდენტის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში თორმეტთვიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის სრულად გავლის/ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.