საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2013
ძალის დაკარგვა 04.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.10.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №289
2013 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე
ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
გიგა უმეკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი
მამუკა ბერიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №278 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს კომისიის ამოცანებსა და მუშაობის წესს.
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანა
კომისიის ამოცანაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარდგენილი პროექტებისა (შემდგომში – პროექტი) და ხარჯთაღრიცხვის განხილვა და შესწავლა, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების საკითხების შესწავლის შედეგად შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კომისიის სხდომებს, საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს და გასცემს შესაბამის მითითება-დავალებებს კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს, იღებს გადაწყვეტილებას კომისიის სხდომის ჩატარების თარიღზე, დროზე და ჩატარების ადგილზე;
გ) კომისიის წევრების ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.
3. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მზაობას დოკუმენტური და სხვა წინასწარ ცნობილი საჭიროებების გათვალისწინებით, უკავშირდება და იწვევს კომისიის წევრებს;
ბ) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;
გ) სარგებლობს ხმის უფლებით;
დ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
4. კომისიის თავმჯდომარის/მდივნის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის თავმჯდომარის/მდივნის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისი ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
2. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით, განსახილველი პროექტების რაოდენობისა და შინაარსის გათვალისწინებით.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის 7 წევრი მაინც. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. კომისიის რეკომენდაციები მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომაზე მიღებული რეკომენდაციები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
6. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება კომისიის სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.
მუხლი 6🔗. კომისიის რეკომენდაცია
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის განხილვისა და შესწავლის შემდგომ კომისია უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დაფინანსების:
ა) მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის შესახებ;
ბ) მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის შესახებ;
გ) გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის რეკომენდაცია, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.