დაბა ხულოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 08.11.2013
ძალის დაკარგვა 01.08.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 310130000.35.136.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დაბა ხულოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2013 წლის 8 ნოემბერი
დაბა ხულო
დაბა ხულოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „შ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დადგინდეს დაბა ხულოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და საგზაო მოძრაობის რეგულირების წესი.
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი
წინამდებარე წესის მიზანს წარმოადგენს დბა ხულოს ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვასა და საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ა) საგზაო მოძრაობა – საავტომობილო გზაზე ადამიანისა და ტვირთის სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას არსებული ურთიერთობები;
ბ) საავტომობილო გზა – ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:
ბ.ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;
ბ.ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;
ბ.გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;
ბ.დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ;
ბ.ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი;
გ) სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს;
დ) საგზაო მოძრაობის დაგეგმვა – სამართლებრივ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დგინდება:
დ.ა) საავტომობილო გზაზე ორმხრივი და ცალმხრივი მოძრაობა;
დ.ბ) მთავარი და მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზები;
დ.გ) საავტომობილო გზაზე მოძრაობის დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე;
დ.დ) საქალაქო სამარშრუტო ხაზი, ასევე სამარშრუტო ხაზზე გაჩერების ადგილები, სამარშრუტო ხაზის საბოლოო დანიშნულების ადგილი;
დ.ე) საავტომობილო გზაზე მთლიანად ან ნაწილობრივ მოძრაობის აკრძალვა ან/და შეზღუდვა;
დ.ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები;
დ.ზ) საგზაო მოძრაობის წესები;
ე) საგზაო მოძრაობის რეგულირება
– სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გათვალისწინებით ან მის გარეშე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საავტომობილო გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების, ამკრძალავი ნიშნების, მიმთითებელი ნიშნების, საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების, სერვისის ნიშნების, დამატებითი ინფორმაციის ნიშნების (დაფების) განთავსებას (მონტაჟი), მათ დემონტაჟს, საგზაო მონიშვნას, ასევე ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად არ გულისხმობს საგზაო მოძრაობის დაგეგმვას.
მუხლი 3🔗.
საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე და რეგულირებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე იღებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საგზაო მოძრაობის დაგეგმვასთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების საკითხი.
2. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას
3. საგზაო მოძრაობის რეგულირებას (გარდა საგზაო მოძრაობის დაგეგმვის დოკუმენტით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის რეგულირებისა) ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4. საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის შესაბამისად, ხოლო თუ საგზაო მოძრაობის რეგულირება არ ითვალისწინებს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელსაც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის დაგეგმვა, საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ საგზაო მოძრაობის რეგულირებით არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე.
5. საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გარეშე საგზაო მოძრაობის რეგულირებით შეიძლება განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისათვის საჭირო დროით.
6. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი სახით.
7. საგზაო მოძრაობის რეგულირება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისე საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე უფლებამოსილი პირის ქმედებით.
მუხლი 4🔗.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე წესი ძალაში შესვლამდე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების მიზნით განხორციელებული ქმედებები, ასევე ამავე მიზნით გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
2. დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე