⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.03.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.11.2013
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/75
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 994 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2013 მიღება
20.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/75 2013 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 ნოემბრის №888 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ფოლკლორული ანსამბლი „ბასიანი“ (შემდგომში - ანსამბლი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლ „ბასიანის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 ნოემბრის №888 ბრძანებულებით შექმნილ შემოქმედებით დაწესებულებას. 2. ანსამბლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანსამბლი „ბასიანი“. 3. ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. ანსამბლს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. ანსამბლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4. მუხლი 2🔗. ანსამბლის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებება -მოვალეობები 1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია. 2. ანსამბლის საქმიანობის საგანია: ა) ქართული ხალხური ფოლკლორის, შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება; ბ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; გ) ქართული ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია. 3. ანსამბლს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად წარმართოს შემოქმედებითი,საქმიანობა; ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის, როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ; დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ზ) შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს ანსამბლში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლას და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან; თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ანსამბლის დებულების შესაბამისად. 4. ანსამბლს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა); ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. ანსამბლი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას ანსამბლის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები. მუხლი 3🔗. ანსამბლის მართვა 1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. ანსამბლს ხელმძღვანელობს  დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 3. დირექტორი: ა) ახორციელებს ანსამბლის ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ; დ) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს; ე) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს; ვ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; ზ) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან; ი) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; კ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს. მუხლი 4🔗. ანსამბლის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. ანსამბლის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ანსამბლს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ანსამბლს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, ასევე ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული შემოსავალი, რომლებიც მთლიანად ხმარდება ანსამბლს, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ. 3. ანსამბლის ქონებად ითვლება, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. მუხლი 5🔗. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი 1. ანსამბლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას; 2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ანსამბლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 6🔗. ანსამბლის დაფინანსების წყაროები ანსამბლის დაფინანსების წყაროებია: 1. შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; 2. ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; 3 საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; 4. შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციითა და კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად; 5. შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის კულტურული მომსახურების გაწევით; 6. ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები; 7. სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება,  შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ანსამბლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 8🔗. ანსამბლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია  ანსამბლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.