„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016142
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ.ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის   №2  დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016114) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
 

დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც  არ აფინანსებს საყოველთაო  ჯანდაცვა,  რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ონკოლოგიურმა პაციენტმა  ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით  სამედიცინო დაწესებულების შესაბამის  ანგარიშზე.

3. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის 80%-ის ოდენობით,მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არა უმეტეს 500 ლარისა;

4.დიაგნოსტიკური კვლევის 500 (ხუთასი) ლარის,  სტაციონარული და ამბულატორიული   მკურნალობისათვის500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. სტაციონარული მკურნალობისათვის500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის  საფუძველზე.“.

 

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

   1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები (0-დან 57 000 ქულამდე);

 ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  მოქალაქეები (57 001-დან 150 001 ქულამდე), რომელთაც სარეიტინგო ქულები მიენიჭათ 2012-2013 წწ. პერიოდში;

2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

5. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული  მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

6. სტაციონარული  და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის  საფუძველზე.“.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  6. სპორტსმენების დახმარება

1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტის სხვადასხვა სახეობებში დიდებში და ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, რომლებიც ირიცხებიან  საქართველოს  ნაკრების წევრებად -150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონებს და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს -100,0  (ასი) ;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორებს - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე;

3. მიმდინარე წლის სპორტულ სეზონში მიღწეული წარმატებისთვის (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი) გაეწიოს ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით

4. მიმდინარე წლის სპორტულ სეზონში მიღწეული წარმატებისთვის (მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორებს) გაეწიოს ერთჯერადი ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის   დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირების და ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების ფულადი და სამედიცინო დახმარება  (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ კატეგორიას:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 100 ლარის ოდენობით;

ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 2.პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

 3. ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

4.  დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული  მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5.  სტაციონარული  და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის  საფუძველზე.“.

მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

,,მუხლი 9.  ნულიდან თვრამეტ  წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება    (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის  – 300 ლარის ოდენობით, ხოლო  300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული  მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. სტაციონარული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის  საფუძველზე.“

მუხლი 6
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეები (კოდი 300);

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში  გარდაცვლილთა ოჯახები (კოდი 500; 501; 600;);

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 100);

დ) ავღანეთის ომის მონაწილეები (კოდი 200);

ე) ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრების ოჯახები.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:

ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით;

ბ) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის  – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

გ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 500 ლარისა;

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს: 

ა) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის   – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიები  დახმარებას მიიღებენ: 

ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

5. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ;

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

თ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

კ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

7. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული  მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

8. სტაციონარული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის  საფუძველზე.“

მუხლი 7
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება (რომელსაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად

ა)იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის - 70%- ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული  მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. სტაციონარული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

მუხლი 8
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 13. ერთჯერადი სოციალური (ფულადი და სამედიცინო) დახმარება

1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები ოჯახები, რომლებიც დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს,  500 (ხუთას) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეების და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 

2.  დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.   დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილობითი მომართვის,  სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და შესაბამისი ტერიტორული ორგანოს რწმუნებულის აქტის საფუძველზე.

3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ან  (მკურნალობის შემთხვევაში) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 9
დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-14  მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეჯონი ხეცურიანი