ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.11.2013
ძალის დაკარგვა 05.09.2018
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 604 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2013 მიღება
05.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ფუნქცია პრიორიტეტულობა
განათლება (ხარისხი) სავალდებულო
სფერო/ფაკულტეტი სავალდებულო
გამოცდილების ხანგძლივობა სავალდებულო
უცხოური ენა სავალდებულო
უცხოური ენების ცოდნის დონე ვერბალური კომუნიკაცია
კომპიუტერული პროგრამები თემატური კატეგორია
საკვანძო კომპეტენციები სავალდებულო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ              წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2013 წლის 8 ნოემბერი ქ. წალკა ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ შესაბამისად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის  მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 3🔗 ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗  დაევალოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს არაუგვიანეს 2013 წლის 20 ნოემბრისა საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგინოს  თვითმმართველობის საჯარო მოხელთა სამუშაოთა აღწერილობები დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე დანართი N1 წალკის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗  ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ვ) წალკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. მუხლი 2🔗 გამგებლის, გამგებლის  მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის  არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 3🔗 გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 4🔗  გამგეობის  სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და არანაკლებ სპეციალისტის თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 5🔗 წამყვანი სპეციალისტის,  უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. მუხლი 6🔗 სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ტექნიკური ან საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. დანართი N2   ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა ზოგადი ინფორმაცია ორგანიზაციული ერთეული თანამდებობის დასახელება პოზიცია (ფუნქცია) ანაზღაურება სამუშაოს განაკვეთი ძირითადი მოვალეობები ფუნქცია პრიორიტეტულობა დროის დანახარჯი (%) ანგარიშვალდებულება ანგარიშვალდებულობის ფორმა სამსახურებრივი ზედამხედველობა ზედამხედველობის ფორმა საქმიანი შიდა კონტაქტი შიდა კონტაქტის ფორმა საქმიანი გარე კონტაქტი გარე კონტაქტის ფორმა სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განათლება და გამოცდილება განათლება (ხარისხი) სავალდებულო სასურველი სფერო/ფაკულტეტი სავალდებულო სასურველი სამუშაო გამოცდილება დარგი გამოცდილების ხანგძლივობა სავალდებულო სასურველი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები საქართველოს კონსტიტუცია ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები) ------------- მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) ------------- მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგეობის (მერიის) დებულება -------------- სამსახურის დებულება  (დანარჩენ გრაფებში მიეთითება ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სხვა ნორმატიული აქტები) სპეციალური ტრენინგები ტრენინგების თემატიკა უცხოური ენა სავალდებულო სასურველი უცხოური ენების ცოდნის დონე ვერბალური კომუნიკაცია წერილობითი კომუნიკაცია კომპიუტერული პროგრამები თემატური კატეგორია ცოდნის დონე საკვანძო კომპეტენციები სავალდებულო სასურველი