„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
010320030.22.027.016500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №99

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ, №44, 08/04/2009, სარეგისტრაციო კოდი: 010.320.030.22.027.012.981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის მოსამსახურეებს, ნომენკლატურის ფარგლებში, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს მთავარი პროკურორი.“.

2. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა

1. საქართველოს მთავარი პროკურორი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

2. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

3. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

4. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

5. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი;

6. სამმართველოს უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, მრჩეველი, მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

ქ. თბილისის პროკურატურა

1. ქ. თბილისის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. ქ. თბილისის პროკურორის მრჩეველი, მრჩეველი, მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი – პირველი კლასის იურისტი.

საოლქო პროკურატურები

1. საოლქო პროკურორი, საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი - პირველი კლასის იურისტი.

შენიშვნა: განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინების საფუძველზე, საოლქო პროკურორს შეიძლება მიენიჭოს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება, კანონით დადგენილი წესით.

რაიონული პროკურატურები

1. რაიონული პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. რაიონული პროკურორის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. კანცელარიის უფროსი – მესამე კლასის იურისტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. მრჩეველი, მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი – პირველი კლასის იურისტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.11.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №99. სარეგისტრაციო კოდი — 010320030.22.027.016500.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №99, 11.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.016500 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2075936/