აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 14.11.2013
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №4/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.058.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2013
matsne.gov.ge 1,223 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტი ნუგზარ სურმანიძე მინისტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №4/ნ 2013 წლის 14 ნოემბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების თაობაზე   „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თემატიკა.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტინუგზარ სურმანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თემატიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თემატიკა: 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში - დეპარტამენტის უფროსი): 1.1.კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება); გ) აუცილებელია რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 1.3.დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ე)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება". 2. დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (დევნილთა საქმეების დარგში): 2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (დევნილთა საქმეების დარგში) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ)  არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა; დ) რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა. 2.3. დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (დევნილთა საქმეების დარგში) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ”  საქართველოს კანონი; ე) იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება. ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“. 3. დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების დარგში): 3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დარგში) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 3.3. დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დარგში) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III,  IV და VI თავები; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“. ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 12 სექტემბრის №20 დადგენილება.  4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი: 4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 4.2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა “ორისისა” და საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 4.3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ)  ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება; ვ)  საქართველოს საგადასახადო კოდექსი (XI თავი). ზ) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე‘’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება; თ) ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ი) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანება; ვ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება; კ) ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანება; ლ) ,,ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის’’ დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანება. მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება". 5. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი: 5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 5.3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა)  საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III,  IV და VI თავები; ე)  ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ)  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ზ) ,,შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება; თ) ,,შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება; ი) ,,შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 30 ივლისის №1015 განკარგულება; კ) ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“.