შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.135.016076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2013 წლის 13 ნოემბერი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №9 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, გარდა წამყვანი სპეციალისტებისა, სპეციალისტებისა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტ- მეხანძრეებისა და დამხმარე მოსამსახურეებისა, მოეთხოვება უმაღლესი განათლება.

2. გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტ-მეხანძრეებისა, მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.“.

ბ) ამოღებულ იქნეს დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2013.
როდის იქნა მიღებული „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.11.2013. მიმღები ორგანო — შუახევის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.35.135.016076.
რამდენი მუხლისგან შედგება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №11, 13.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.135.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2077400/