საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.11.2013
ძალაში შესვლა 13.11.2013
ძალის დაკარგვა 08.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-247
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ილია კვიტაიშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება
№2-247
2013 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს:
ა) სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N1);
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N2);
გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N3);
დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N4);
ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N5);
ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N6);
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N7);
თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N8);
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N9);
კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტების, მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის და მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N10).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 13 ნოემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიილია კვიტაიშვილი
დანართი N1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook, power point, excel).
მუხლი 2🔗
დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook power point excel).
მუხლი 3🔗
დარგობრივი განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება (სასურველია მემცენარეობა, მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა);
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook power point,excel).
მუხლი 4🔗
დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 5🔗
სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება კვების ჰიგიენის განხრით;
ბ) სურსათვის უვნებლობის სფეროში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
დ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას);
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 6🔗
სურსათის უვნებლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ვეტერინარიის სპეციალობით;
ბ) სურსათვის უვნებლობის სფეროში (ვეტერინარიის განხრით) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
დ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 7🔗
სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება მცენარეთა დაცვის სპეციალობით;
ბ) სურსათის უვნებლობის სფეროში (მცენარეთა დაცვის განხრით) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ნორმატიულ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
დ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, e Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 8🔗
სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება აგრო-საინჟინრო ან აგრო-ტექნოლოგიური განხრით.
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook , power point).
მუხლი 9🔗
სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება აგრო - საინჟინრო ან აგრო - ტექნოლოგიური განხრით;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 10🔗
სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის
დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება აგრო - საინჟინრო, ეკონომიკური ან აგრო - ტექნოლოგიური განხრით;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნლოგიების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში რანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 11🔗
სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება აგრო-საინჟინრო ან აგრო - ტექნოლოგიური განხრით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო განხრით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook, power point).
მუხლი 12🔗
რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასოფლო-სამეურნეო ან/და რეგიონებთან ურთიერთობის კუთხით, მათ შორის საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook, power point).
მუხლი 13🔗
რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ან/და რეგიონებთან ურთიერთობის კუთხით, მათ შორის საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook,excel, power point).
მუხლი 14🔗
რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასოფლო სამეურნეო ან/და რეგიონებთან ურთიერთობის კუთხით;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook, power point);
დ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
ე) სასურველია საქმისწარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 15🔗
რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში ან/და რეგიონებთან ურთიერთობის კუთხით არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 16🔗.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება;
ე) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი.
დანართი N2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) მენეჯერის პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, Microsoft Office Outlook, power point).
მუხლი 2🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook, excel).
მუხლი 3🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - სასურველია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განხრით;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველი ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook, power point, excel).
მუხლი 4🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - სასურველია ჰუმანიტარული მეცნიერებათა განხრით;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველი ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook, power point, excel).
მუხლი 5🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება-სასურველია ჰუმანიტარული მეცნიერებათა განხრით;
ბ) საიდუმლო საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე საბიუჯეტო ორგანიზაციაში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook, excel).
მუხლი 6🔗
საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საქმისწარმოების სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);
ვ) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან (eflow) მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 7🔗
საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საქმისწარმოების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საარქივო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel,Microsoft Office Outlook);
ვ) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამასთან (eflow) მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 8🔗
საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი ფილოლოგიური განათლება);
ბ) საქმისწარმოების სფეროში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოში;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის (eflow) მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 9🔗
პროტოკოლის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) პროტოკოლის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული) სამი უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook, power point).
მუხლი 10🔗
პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) პროტოკოლის სფეროში, ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული) ორი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook power point).
მუხლი 11🔗
სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამეურნეო ან ლოჯისტიკის სფეროში, ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერულ პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook, excel).
მუხლი 12🔗
სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მათ შორის, სამეურნეო ან ლოჯისტიკის სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).
მუხლი 13🔗
სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამეურნეო ან ლოჯისტიკის სფეროში, ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).
მუხლი 14🔗
სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამეურნეო ან ლოჯისტიკის სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).
მუხლი 15🔗
სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამეურნეო ან ლოჯისტიკის სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოში;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).
მუხლი 16🔗
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ტექნოლოგიურ ან მენეჯმენტის მიმართულებით;
ბ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე) სავალდებულოა სერვერული ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft, Esxi,);
ვ) ქსელის მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ( Routing, Switching, Security, Trubleshooting);
ზ) VPN - კავშირთან მუშაობის გამოცდილება;
თ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
ი) VoIP ტელეფონების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 17🔗
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - ტექნოლოგიურ დარგში ან მენეჯმენტის მიმართულებით;
ბ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოში, კომპიუტერული ტექნოლოგიების/სისტემებისა და ქსელების ან პროგრამირების სპეციალობით;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) Esxi-ის სერვერული ოპერაციული სისტემის, ინსტალირება გამართვის განხრით მუშაობის გამოცდილება;
ე) ვირტუალურ მანქანების კონფიგურაცია, რეზერვული ასლების შექმნის გამოცდილება;
ვ) iSCSI ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ) Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემების ცოდნა - Windows Server 2003, 2008, 2008R2;
თ) DNS სერვერთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
ი) Active Directory-ის ცოდნა - პოლიტიკის შემუშავება, (group policy management) ჯგუფების და მომხმარებლების მართვა;
კ) ფაილების გაცვლის უფლებების კონტროლი და მართვა (NTFS File Permission, Share Permission) მაღალ დონეზე, ფაილსერვერთან მუშაობის გამოცდილება;
ლ) VPN - კავშირის ცოდნა და გამოცდილება;
მ) Ftp - სერვერთან მუშაობის გამოცდილება;
ნ) Microsoft Exchange 2010-ის ინსტალირება გამართვა კლასტერიზაცია, რეზერვული ასლების შექმნა კონტროლი (Microsoft Exchange Servers Clustering, Edge Server, Active Sync, Outlook Anywhere), და მუშაობის გამოცდილება;
ო) Microsoft Windows ოპერაციულ სისტემებთან ადმინისტრირების გამოცდილება;
პ) საკაბელო მეურნეობის მონტაჟი და პროფილაქტიკა;
ჟ) ქსელის ადმინისტრირების (Network Administrator) გამოცდილება;
რ) პროგრამის ORIS Manager - ისა და მონაცემთა აღრიცხვის შესაბამისი სისტემების ადმინისტრირება, მონაცემთა არქივაცია - აღდგენა, განახლებების ინსტალაცია;
ს) მონაცემთა ბაზების კონსტრუირება და გაძღოლა, სამინისტროსთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფის შექმნა. სამუშაო გარემო: MS SQL Server 2000, MS SQL Server 2005, MS SQL Server 2008 R2, T-SQL. პროგრამირების გარემო: Visual Studio, Delphi;
ტ) მონაცემთა ექსპორტ-იმპორტისათვის და რეპორტების შესაქმნელად სასურველია MS Access და MS Excel პროგრამების SQL Server-თან მუშაობის შესაძლებლობების ცოდნა.
უ) Acronis snap deploy და acronis vimprotect ინსტალაცია, გრაფიკასთან მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 18🔗
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით;
ბ) საინფორმაციო-ტექნოლოგიურ დარგში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში კომპიუტერული ტექნოლოგიების/კავშირგაბმულობის სისტემებისა და ქსელების სპეციალობით;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) VoIP ტელეფონების სისტემების ადმინისტრირების განხრით (Asterisk Server), მუშაობის გამოცდილება (Polycom Telephony);
ე) სისტემური, ციფრული, ანალოგური ტელეფონის აპარატების და სააბონენტო პუნქტების მონტაჟისა და პროგრამირების გამოცდილება;
მუხლი 19🔗
1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი“;
დ) საქართველოს შრომის კოდექსი;
ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N46 ბრძანებულება;
ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
2. საქმისწარმოების სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი);
ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
3. პროტოკოლის სამმართველოს, სამეურნეო და ლოჯისტიკის სამმართველოს და ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
დანართი N3
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook).
მუხლი 2🔗
კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook).
მუხლი 3🔗
კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook).
მუხლი 4🔗.
სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Microsoft Office Outlook).
მუხლი 5🔗
სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Office Outlook).
მუხლი 6🔗
სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Office Outlook).
მუხლი 7🔗
ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
ბ) იურისტად ან/და საერთაშორისო სამართლის სპეციალბით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დ) სასურველია აგრეთვე ერთი დასავლეთ ევროპული ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Office Outlook power point).
მუხლი 8🔗
ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
ბ) იურისტად ან/და საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დ) სასურველია აგრეთვე ერთი დასავლეთ ევროპული ენის ცოდნა;
ე) საოფისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, Office Outlook ).
მუხლი 9🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (I-VII, VIII-IX თავები);
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ( 1-798 მუხლის ჩათვლით);
თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ( I-IV, VI-VII, IX-XIV, XXI-XXXII, XLV-LII თავები);
ი) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
დანართი N4
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - ეკონომიკურ ან საფინანსო დარგში;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში ფინანსური კონტროლის სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ადმინისტრაციულ ორგანოში შიდა აუდიტში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Office Outlook).
მუხლი 2🔗
მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურიდიული სპეციალობით ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Office Outlook).
მუხლი 3🔗
უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - იურიდიულ, ეკონომიკურ ან საბუნებისმეტყველო დარგში;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Oris, Microsoft Word, Microsoft Excel, Office Outlook).
მუხლი 4🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება;
ი) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება.
კ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანება.
დანართი N5
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, საფინანსო-საბუღალტრო სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში, საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (oris manager, microsoft word, excel, internet, microsoft Office Outlook, power point);
ვ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 2🔗
საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, საფინანსო-საბუღალტრო სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (oris manager, microsoft word, excel, internet,microsoft Office Outlook, power point);
ე) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 3🔗
საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, საფინანსო-საბუღალტრო სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (oris manager, microsoft word, excel, internet, microsoft Office Outlook, power point);
ე) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 4🔗
საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში, საფინანსო-საბუღალტრო სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (oris manager, microsoft word, excel, internet, microsoft Office Outlook , power point);
ე) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 5🔗
შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, internet, microsoft Office Outlook, power point);
ვ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელქტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 6🔗
შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, microsoft Office Outlook, power point);
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 7🔗
შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel microsoft Office Outlook, e mail, power point);
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 8🔗
შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, microsoft Office Outlook, power point);
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.
მუხლი 9🔗
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი - (კარი I-II-III);
ვ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანება;
ზ) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1318 ბრძანება.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვებისა და ქონების მართვის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, VII თავი;
ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება;
ზ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება.
დანართი N6
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
მელიორაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება:
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მელიორაციის სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, microsoft Office Outlook, power point).
მუხლი 2🔗
მელიორაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მელიორაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, microsoft Office Outlook , excel power point).
მუხლი 3🔗
მელიორაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მელიორაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ცოდნა (microsoft word, microsoft Office Outlook, excel, power point).
მუხლი 4🔗
მელიორაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) მელიორაციის სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel power point).
მუხლი 5🔗
მიწათსარგებლობის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით, მიწის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების ან მიწის ადმინისტრირების (მიწათსარგებლობის დაგეგმვა, ინფრამაციული მართვა) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) გეო-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
დ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ARC GIS, microsoft word, excel power point).
მუხლი 6🔗
მიწათსარგებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით;
გ) მიწის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების ან მიწის ადმისტრირების (მიწათსარგებლბის დაგეგმვა, ინფრამაციული მართვა) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
დ) გეო-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ე) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ARC GIS ,microsoft word, excel, power point).
მუხლი 7🔗
მიწათსარგებლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით, მიწის კადასტრის ან მიწის ადმინისტრირების, (მიწათსარგებლბის დაგეგმვა, ინფრამაციული მართვა) სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) გეო-საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
დ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ARC GIS, microsoft word, excel power point).
მუხლი 8🔗
მიწათსარგებლობის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მიწის კადასტრის ან მიწის ადმინისტრირების (მიწათსარგებლობსათან დაკავშირებული საკითხები) სფეროში არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point).
მუხლი 9🔗
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის მელიორაციის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოიფერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება;
ზ) ,,ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის“ და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის“ დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბერის №2-244 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის შესახებ“.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის მიწათსარგებლობის სამმართველოს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება;
ე) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი.
დანართი N7
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით, კერძოდ მედია, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან - (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point).
მუხლი 2🔗
ინტეგრირებული მარკენტინგული კომუნიკაციების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით, კერძოდ მედია, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (microsoft word, excel, power point) ცოდნა.
მუხლი 3🔗
ინტეგრირებული მარკენტინგული კომუნიკაციების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება ;
ბ) თანამდებობაზე შესაბამისი პროფილით, კერძოდ მედია მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთი უცხო ენის ცოდნა:
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, e mail, power point).
მუხლი 4🔗
მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით, კერძოდ მედიასა ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ)კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel , power point).
მუხლი 5🔗
მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) შესაბამისი პროფილით, კერძოდ საზოგადოებრივი ურთიერთობების და მედიის განხრით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სასურველია ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point).
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს ვისაც გააჩნიათ ფოტო-, ვიდეო- და აუდიო ჩანაწერებთან და სატელევიზიო მონტაჟის კუთხით მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 6🔗
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი);
ე) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (III თავი);
ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
დანართი N8
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - აგრობიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დარგის სპეციალობებში;
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ორი უცხო ენის ცოდნა: ინგლისური - ძალიან კარგად, რუსული - კარგად.
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point outlook).
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომელთაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 2🔗
სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - აგრობიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დარგის სპეციალობებში;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. შესაბამისი პროფილით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა. სასურველია - რუსული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, internet, e mail, power point outlook).
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 3🔗
სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - აგრობიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დარგის სპეციალობებში;
ბ) 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 4🔗
სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - აგრობიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დარგის სპეციალობებში;
ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
გ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point, outlook).
მუხლი 5🔗
პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - აგრობიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დარგის სპეციალობებში;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel , power point outlook);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 6🔗
პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - აგრობიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დარგის სპეციალობებში;
ბ) 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 7🔗
პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - აგრობიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, ანალიტიკის, სტატისტიკის, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დარგის სპეციალობებში;
ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი პროფილით მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
გ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point, outlook).
მუხლი 8🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ “ საქართველოს კანონი;
ვ) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
დანართი N9
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობების პროფილით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, ხოლო მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel, power point, outlook);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 2🔗
ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხონების , საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, excel , power point outlook);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებასც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
მუხლი 3🔗
ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების , საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენი ცოდნა სრულყოფილად; პრეტენდენტის მიერ გარდა ინგლისურისა ჩამოთვლილთაგან სხვა ენის ცოდნის შემთხვევაში სასურველია ინგლიური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook , power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებასც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
მუხლი 4🔗
ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენი ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
მუხლი 5🔗
ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნესის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, ეკონომიკის, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
მუხლი 6🔗
საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთბის განხრით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, internet, power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 7🔗
საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, უცხო ენების, საჯარო მმართველობის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უცხო ენის ცოდნა სრულყოფილად. პრეტენდენტის მიერ გარდა ინგლისურისა ჩამოთვლილთაგან სხვა ენის ცოდნის შემთხვევაში სასურველია ინგლიური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, internet, e mail, power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 8🔗
საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, უცხო ენების, საჯარო მმართველობის, აგრობიზნეს მენეჯმენტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით ან სხვა მონათესავე დარგში;
ბ) არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ჩამოთვლილთაგან (ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული) ერთი უხო ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(microsoft word, internet, e mail, power point);
ე) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს რომელსაც გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
მუხლი 9🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია - I-II თავები;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურისა და უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“საქართველოს კანონი;
ე) „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია;
ვ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონი;
ზ) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მარაკეშის დეკლარაცია 1994წ.15 აპრილი (სოფლის მეურნეობის შეთანხმება გვ.43-71);
თ) მაასტრიხის ხელშეკრულება;
ი) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.
დანართი N10
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის, მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის და მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი;
ბ) ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ ან ასისტენტად, ან ოფისის მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point, excel);
ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან (წერილებთან) მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 2🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კერძოდ სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლად, თანაშემწედ ან ასისტენტად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point, excel);
ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან ( წერილებთან) მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 3🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კერძოდ ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ ან ასისტენტად, ან ოფისის მენეჯერად;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point,excel);
ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან ( წერილებთან) მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 4🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი;
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კერძოდ ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ ან ასისტენტად ან ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე;
გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point, excel).
ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან ( წერილებთან) მუშაობის გამოცდილება.
მუხლი 5🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის, მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის და მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: